Schär | glutenfree Products - ბრინჯის სარგებლიანობის შესახებ თქვენს დიეტაში

ბრინჯის სარგებლიანობის შესახებ თქვენს დიეტაში

პროდუქტები

What is Rice Good for? | Benefits of Eating Rice (schaer.com)

 

ეს უგლუტენო პროდუქტი სავსეა სასარგებლო თვისებებიღ, მონელების გაუმჯობესებიდან დაწყებული დიაბეტის შემცირებული რისკით დამთავრდებული. 

თუ გავითვალისწინებთ დედამიწის მოსახლეობის რა ნაწილი მიირთმევს ბრინჯს  (ის არის მეორე ყველაზე მოხმარებადი უგლუტენი მარცვლეულია მსოფლიოში და წარმოადგენს გლობალური მოხმარების 50%-ზე მეტს), არ გაგიკვირდებათ მისი უპირატესობები. დაწყებული მისი მაღალი ენერგეტიკული ღირებულებით დამთავრებული ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც გვხვდება ყავისფერ, წითელ, შავ და ველურ ბრინჯში.

ეს სტატია მოიცავს დეტალურ ინფორმაციას ბრინჯზე, მის გავლენაზე წონაზე, მის კვებით თვისებებზე და ბრინჯის ფქვილის თქვენს სამზარეულოში შეტანის უპირატესობებზე.

რისთვის არის კარგი ბრინჯი?

ბრინჯი ცნობილია იმით, რომ არის ენერგიის შესანიშნავი წყარო –  მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ბრინჯით იღებს  დღიურ კალორიების უდიდეს ნაწილს. ბრინჯის ყველა სახეობა და განსაკუთრებით თეთრი ბრინჯი მდიდარია რთული ნახშირწყლებით და დაბალია ცხიმებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწოდებული ენერგია არა მხოლოდ მაღალი ხარისხისაა, არამედ გრძელვადიანიც, რაც გვაძლევს საზრდოს და საწვავს უფრო დიდი დროის განმავლობაში. მთლიან მარცვლოვან ყავისფერ, წითელ, შავ და ველურ ბრინჯს ასევე აქვს მაღალი უჯრედისის შემცველობა, რაც ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემის უზრუნველსაყოფადაა მნიშვნელოვანი.

კარგია ბრინჯი წონის დაკლებისთვის?

წონის დაკლების მსურველებმა უპირატესობა ჯობს მიანიჭონ ბრინჯის მთლიან მარცვლოვან ჯიშებს: მათ აქვთ დაბალი გლიკემიური ინდექსი და მათი მაღალი უჯრედისის  შემცველობა ხელს უწყობს სისავსის უფრო სწრაფად შეგრძნებას.

ბრინჯის ნუტრიციული თვისებები

ყავისფერი ბრინჯი მდიდარია მაგნიუმით (კარგია სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად), მანგანუმით (კარგი ანტიოქსიდანტური ფუნქცია აქვს) და სელენით (კარგია უჯრედების დაცვისა და იმუნური სისტემისთვის).

შავი ბრინჯის და წითელი ბრინჯის სარგებელი მოიცავს ანტიოქსიდანტებისა და ანთოციანინების განსაკუთრებით ძლიერ რაოდენობას (ორივეს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უჯრედების ჯანმრთელობისთვის).

ველური ბრინჯი არის თუთიის შესანიშნავი წყარო (ხელს უწყობს მეტაბოლიზმს) და მდიდარია ცილებით და ამინომჟავებით (სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კუნთების ჯანმრთელობისთვის), მაგნიუმით, მანგანუმით და B ვიტამინებით (კარგია მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის).

გარდა ამისა, მარცვლეულის ყველა ჯიში შეიცავს უამრავ რკინას, ფოსფორს და კალიუმს, რომლებიც გადამწყვეტი კომპონენტებია ჯანსაღი ორგანიზმის უზრუნველსაყოფად.

ბრინჯის ფქვილის სარგებელი

ისევე როგორც სხვა  უგლუტენო მარცვლეული, ბრინჯის ფქვილი არის ენერგიისა და ბოჭკოების მარაგი  და რაც მთავარია, ის უსაფრთხოა ცელიაკიის მქონე პირებისთვის. ამიტომ, ჩართეთ აქტიურად თქვენს რაციონში. Schär-ში აქტიურად ვიყენებთ  ბრინჯის ფქვილს  ჩვენს ყველაზე გაყიდვად პურის და საკონდიტრო ნარევებში. დასაწყისისთვის იხილეთ ჩვენი უგლუტენო ცომის რეცეპტები!