როგორ მოვემზადოთ უგლუტენო მოგზაურობისთვის
პროდუქტები
How to plan a gluten free trip (schaer.com)
აქ იპოვით ყველა იმ დეტალს, რომელიც დაგეხმარებათ უგლუტენო მოგზაურობისთვის სტრესის გარეშე!
ვიტორია: 27 წლის ცელიაკიის მქონე გოგონა, რომელიც ცხოვრობს ფრენით.
შესასრულებელი სია მომდევნო მოგზაურობითვის!

მთელი ცხოვრება ვმოგზაურობდი (ერთი წლისაც რომ არ ვიქნებოდი, იქიდან მოყოლებული) მთელს მსოფლიოში, მაგრამ ბოლო 7 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც აღმოვაჩინე, რომ ცელიაკია მაქვს, ჩემი მოგზაურობის დაგეგმვის პროცესი ოდნავ შეიცვალა. რა თქმა უნდა, ცელიაკია (ან გლუტენის აუტანლობა) ბარგიდან დანიშნულების ადგილამდე, ყველაფერზე, გავლენას ახდენს.
წლების განმავლობაში მე, მოგზაურობის უკეთ დასაგეგმად, ჩამოვაყალიბე უგლუტენო შესასრულებელი სია.
- ფრენის დაგეგმვა: შორ მანძილზე ფრენის შემთხვევაში, მოითხოვეთ უგლუტენო კვება ფრენის დროს
- ბარგი: ჩაალაგეთ დამატებითი საჭმელები, რომლებიც არ შეიცავს გლუტენს, როგორც ჩასაბარებელ ბარგში, ასევე სალონის ხელბარგში
- სასტუმროს სერვისი: სასტუმროში კვების სერვისის შემთხვევაში, ყოველი კერძისთვის მოითხოვეთ უგლუტენო ვარიანტები
- იპოვეთ ადგილობრივი წერტილები: დანიშნულების ადგილზე მოძებნეთ უგლუტენო ვარიანტები, განსაკუთრებით იქ, სადაც ცელიაკიის და არატოლერანტულებისთვის ამზადებენ ყველაზე ტრადიციულ საკვებს.
თვითმფრინავში

ფრენების დროს სესაძლოა შემოთავაზებული იყოს გარკვეული კვება. ასეთ შემთხვევაში, ფრენების კომპანიების უმეტესობა მოთხოვნისთანავე გთავაზობთ გლუტენის უფასო ვარიანტებს! მიუთითეთ „სპეციალური კვება“ თქვენი ფრენის დაჯავშნისას ან ონლაინ შემოწმების დროს (მინიმუმ 24-დან 48 საათით ადრე). ყველა კომპანიას თავისი წესები აქვს, ამიტომ ეწვიეთ მათ ვებ-საიტს მეტი ინფომაციისთვის.
ბარგის ჩალაგების დროს
არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს გაგრძელდება ფრენა, დარწმუნდით, რომ თქვენს ჩემოდანში შეფუთული გექნებათ დამატებითი საჭმელი რადგან არასდროს იცით როგორ სიტუაციაში აღმონდებით! მე ყოველთვის ვფრთხილობ ამ საკითხში და როგორც ხელბარგში, ისე ბარგში სულ მაქვს უგლუტენო საკვები. ეს მეხმარება როგორც გზაში, ისე დანიშნულების ადგილას მქონდეს უგლუტენო საკვები და ვისიამოვნო.
5-ვარსკვლავიანი სერვისი

თუ შვებულების დროს სასტუმროში დარჩენას გეგმავთ, წინასწარ მოითხოვეთ უგლუტენო ვარიანტები თქვენი კერძებისთვის. სინამდვილეში, ჩვეულებრივ, ოთახისა და საუზმის სერვისისთვის წესით უნდა ჰქონდეთ უგლუტენო პროდუქტები. ყოველთვის ჯობს წინასწარ შეამოწმოთ სასტუმროს მომსახურება და წინასწარ დაგეგმოთ თქვენი კვება.
გახდი იქაური

სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ვსინჯავ იქაურ ტრადიციულ საკვებს!