ყველაფერი ბავშვებში გლუტენის არატოლერანტობის შესახებ
პროდუქტები
NCGS | Gluten Intolerance or Non-coeliac Gluten Sensitivity | Schär (schaer.com)
გლუტენის აუტანლობა ან გლუტენის არაცელიაკიური მგრძნობელობა (NCGS) მოიცავს ადამიანებს, რომლებიც ვერ იტანენ გლუტენს საკვებში და , რომლებსაც აქვთ აუტოიმუნური მდგომარეობის, ცელიაკიის მსგავსი სიმპტომები – მაგრამ არ აქვთ ნაწლავის დაზიანებას.
NCGS ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე ცელიაკია და გავლენას ახდენს დაახლოებით 18 მილიონ ადამიანზე შეერთებულ შტატებში – ექვსჯერ აღემატება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც აქვთ ცელიაკია.
შეიტყვეთ ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ბავშვებში გლუტენის აუტანლობის შესახებ: ნიშნებიდან და სიმპტომებიდან დაწყებული, მიზეზებით, მკურნალობით და მდგომარეობის მართვით დასრულებული.
რა არის გლუტენის აუტანლობა ბავშვებში?
გლუტენი არის ცილა, რომელიც გვხვდება ხორბალში, ქერსა და ჭვავში. ეს მარცვლეული ჩვეულებრივ გამოიყენება ისეთი პროდუქტების მოსამზადებლად, როგორიცაა პური, ორცხობილები და მრავალი გადამუშავებული საკვები, სადაც ფქვილს იყენებენ შესასქელებლად ან სხვა მიზნით.
ბავშვები ეხებიან გლუტენს, როდესაც დედის რძიდან ან ფორმულიდან გადადიან მყარ კვებაზე, იწყებენ მარცვლეულის, ორცხობილასა და პურის ჭამას. შეიძლება ნებისმიერ მომენტში განუვითარდეთ გლუტენის მიმართ მგრძნობელობა და განიცადონ სიმპტომების ფართო სპექტრი. გლუტენის აუტანლობა არ არის გლუტენის ალერგია. არ არსებობს სიცოცხლისათვის საშიში რეაქციის საფრთხე, როგორც ეს შეიძლება მოხდეს ტიპიური ალერგიის დროს.
გლუტენის აუტანლობა ძალიან ხშირია ბავშვებში და ზოგადად მოსახლეობაში. ის აწუხებს მოსახლეობის 6%-ს აქვს NCGS
რა იწვევს ბავშვებში გლუტენის აუტანლობას?
გლუტენის აუტანლობის ზუსტი მიზეზი და წარმოშობა გაურკვეველია. კვლევებით გვეუბნება, რომ ეს მდგომარეობა არ არის არც აუტოიმუნური რეაქცია, როგორიცაა ცელიაკია, და არც ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ხორბლის ალერგია.
ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ მხოლოდ გლუტენი შეიძლება არ იყოს პასუხისმგებელი NCGS-თან დაკავშირებულ სიმპტომებზე. ამის ნაცვლად,სიმპტომები შეიძლება გამოიწვიონმა FODMAP-ებმა, ცუდად მონელებადმა ნახშირწყლების ჯგუფმა. ხორბალი, ქერი და ჭვავი – მარცვლეული, რომელიც შეიცავს გლუტენს – შეიცავს დიდი რაოდენობით FODMAP-საც.
ცელიაკია გენეტიკური მდგომარეობაა, მაგრამ ამჟამად საკმარისად არაა ცნობილი NCGS-ს გამომწვევ მიზეზებზე, მათ შორის არც გენწტიკის როლზე.
ნიშნები და სიმპტომები

როგორ გავიგო, აქვს თუ არა ჩემს შვილს გლუტენის აუტანლობა? NCGS-მა შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სიმპტომები, როგორიცაა შებერილობა, მუცლის ტკივილი, დიარეა ან ყაბზობა, მაგრამ მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სხვა სიმპტომები ორგანიზმის სხვა ნაწილებში. გლუტენის აუტანლობასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომებია დანისლული გონება, თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა, სახსრების ტკივილი და გამონაყარი იდაყვებზე, მუხლებზე, დუნდულებზე ან კისრის უკანა მხარეს.
თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენს შვილს შეიძლება ჰქონდეს გლუტენის მიმართ მგრძნობელობა,მიმართეთ ექიმს ან პედიატრს. არ ამოიღოთ გლუტენი ბავშვის რაციონიდან იქამდე, სანამ დარწმუნდებით, რომ დიაგნოზი ზუსტია.
თუ ბავშვს ცელიაკიაზე უარყოფითი ტესტი აქვს, ექიმმა უნდა ჩაატაროს საფუძვლიანი ტესტირება სიმპტომების სხვა პოტენციურ მიზეზებზე. არსებობს რამდენიმე მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს NCGS-ის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ნაწლავური პარაზიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ფრუქტოზას ან ლაქტოზას აუტანლობა, ხორბლის ალერგია, წვრილი ნაწლავის ბაქტერიების გადაჭარბებული ზრდა (SIBO) ან საკვები დანამატების მიმართ მგრძნობელობა, როგორიცაა მონოსოდიუმის გლუტამატი (MSG) ან სორბიტოლი.
ცელიაკიისა და ხორბლის ალერგიისგან განსხვავებით, NCGS-სთვის არ არსებობს ბიომარკერები. ექიმი გირჩევვთ გლუტენის ელიმინაციის დიეტას და დააკვირდება სიმპტომების ცვლილებებს. თუ სიმპტომები გაქრება ან გაუმჯობესდება გლუტენის ამოღებისას,დიაგნოზის დასადასტურებლად, სტანდარტული პრაქტიკაა გლუტენის ხელახლა ცდა დიეტაში და დაკვირვვა დაბრუნდება თუ არა ეს სიმპტომები
მკურნალობა
თუ თქვენს შვილს დაუდგინდა NCGS, მოქმედების ერთადერთი ეფექტური გზაა მკაცრი უგლუტენო დიეტის დაცვა. ეს ნიშნავს, რომ თავი აარიდოთ საკვებს, რომელიც შეიცავს ხორბალს, ქერს ან ჭვავს და ასევე მოიცავს გლუტენის ძებნას სხვადასხვა გადამუშავებულ საკვებში. მოიძიეთ სერტიფიცირებული უგლუტენო საკვები და გაიგეთ, რომელი ტიპის საკვებია ბუნებრივად უგლუტენო, როგორიცაა ახალი ხორცი, თევზი, ხილი და ბოსტნეული.
მნიშვნელოვანია კვალიფიციური დიეტოლოგის რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბავშვისთვის ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტის შემუშავებაში. გლუტენის აღმოფხვრა თავისთავად არ არის პრობლემა კვების თვალსაზრისით, მაგრამ ეს შეიძლება ნიშნავდეს თქვენი მენიუს შინაარსის მნიშვნელოვნად შეცვლას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დისბალანსი.
სამწუხაროდ, არ არსებობს მტკიცე მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან გლუტენის აუტანლობა ბავშვებში.
გლუტენის აუტანლობა და ბავშვის ქცევა
გლუტენზე პასუხად ცელიაკიის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში შეიძლება აღინიშნოს ქცევის ცვლილებები. მცირეწლოვან ბავშვებში შეიძლება გაიზარდოს გაღიზიანებადობა არანამკურნალევი ცელიაკიის შედეგად, ხოლო მოზარდებმა შეიძლება განიცადონ დეპრესია, შფოთვა ან თუნდაც პანიკური შეტევები. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ NCGS ასევე მოქმედებს ბავშვების ქცევაზე და ანეკდოტური მტკიცებულებებით კავშირშია შფოთვასთან, ჰიპერაქტიურობასა და აგრესიასთან.ამ კავშირის დასადგენად მეტი სამედიცინო კვლევაა საჭირო.
ცელიაკია ან გლუტენის აუტანლობა: რა განსხვავებაა?
ცელიაკიის დროს, იმუნური სისტემა მიმართავს ანტისხეულებს გლუტენის მოხვედრისას ორგანიზმში, რაც იწვევს წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას და ხელს უშლის საკვების სწორად მონელებას&შეწოვას. NCGS შეიძლება გარკვეულწილად მოიცავდეს იმუნურ სისტემას, მაგრამ არ იწვევს წვრილი ნაწლავის დაზიანებას. ცელიაკია მუდმივია, ხოლო გლუტენის აუტანლობა შეიძლება გაუმჯობესდეს ან გაქრეს დროთა განმავლობაში.
რჩევები ბავშვებში გლუტენის აუტანლობის მართვის შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ NCGS-ის ერთადერთი მკურნალობა არის მკაცრი უგლუტენო დიეტა, არსებობს მრავალი გამოწვევა, რომლის წინაშეც შესაძლოა ბავშვი დადგეს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა გაიგოს სიტუაცია და შეძლოს დიეტის დადპტირდება სოციალურ სიტუაციებში. დიეტაზე მარტივი საუბარი ეხმარება ბავშვს აუხსნას სხვებსაც მარტივად.
აქ მოცემულია რამდენიმე იდეა, რომელიც დაგეხმარებათ გლუტენის აუტანლობის მართვაში:
- მენიუს ადაპტირებისთვის და ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ესაუბრეთ სკოლის პერსონალს ან სხვებს, ვინც აპირებს ბავშვისთვის საჭმლის მომზადებას ან ზედამხედველობას
- დარწმუნდით, რომ მასწავლებლებსა და მეურვეებს ესმით, რა არის გლუტენის აუტანლობა, რომ არ გამოიწვიოს შფოთვა – ეს არ ჰგავს ალერგიას ანაფილაქსიური შოკის პოტენციალით – მაგრამ საჭიროა სიფრთხილე რადგან ბავშვები ყოველთვის არ ჭამენ იმას, რაც საჭიროა!
- გაარკვიეთ, აპირებს თუ არა ბავშვის სასწავლებელი გამოიყენოს მაკარონი ან სხვა გლუტენის შემცველი საკვები ხელოვნებისა და ხელოსნობის აქტივობებში და უზრუნველყავით უგლუტენო ალტერნატივა.
- იფიქრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება ჩაიდოს ბავშვმა პირში საკვების გარდა. ზოგიერთი სათამაშო ცომი მაგალითად შეიცავს გლუტენს.
- დაგეგმეთ წინასწარ, რათა თქვენს შვილს შეეძლოს მიირთვას უგლუტენო ტკბილეული, როცა მისი მეგობრები მიირთმევენ.
- კიდევ უკეთესი, მოაწყეთ ისე, რომ წვეულებაზე ყველა ბავშვმა ისარგებლოს გემრიელი და უგლუტენო ტკბილეულით.
- დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს ატანთ უგლუტენო პროდუქტს გადაუდებელი სიტუაციებისთვის, როდესაც გლუტენიანი ვარიანტის გარდა სხვა არჩევანი არ არის.