Schär | glutenfree Products - ბავშვის დაბადების დღე გლუტენის გარეშე – 3 შესაძლო სცენარი

ბავშვის დაბადების დღე გლუტენის გარეშე – 3 შესაძლო სცენარი

პროდუქტები

A kid’s gluten-free birthday party | Schär (schaer.com)

 

დაბადების დღეები ყველასთვის სახალისო უნდა იყოს,მაგრამ, ზოგჯერ  ცელიაკიის მქონე ბავშვებისთვის დღესასწაული გამოწვევაა. მათ შეიძლება იგრძნონ დისკრიმინაცია თუ დაბადების დღეზე არ  არის უგლუტენო საჭმელები ან ტკბილეული. და განსაკუთრებით  დაბადების დღის ტორტი!  რეალურად, სულაც არ არის ბევრი  საჭირო იმისათვის, რომ ყველამ მიიღოს სიამოვნება. გზიარებთ 3 სცენარს თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მიმართულებით:

POV 1: თქვენ ხართ მასპინძელი და თავაზობთ შერეულ მენიუს.

შერეული მენიუ უგლუტენო და გლუტენით დამზადებული საკვებით შესანიშნავი ვარიანტია ყველასთვის. თუმცა, აქ მთავარი პრობლემა ჯვარედინი დაბინძურებაა. როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ეს:

  • პირველ რიგში, წვეულებამდე ჰკითხეთ ყველა ცელიაკიის მქონე სტუმარს ან მათ მშობლებს (ძალიან მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში) რა მოსწონთ, აღარ მოამზადებთ/იყიდით კერძებს რომლებსაც ისინი არ ჭამენ.
  • თუ შესაძლებელია, მოაწყეთ ცალკე მაგიდა უგლუტენო კერძებისთვის, ან გამოყავით მაგიდის ნაწილი ისე, რომ დაცული იყოს უგლუტენო პროდუქტები.
  • შეამოწმეთ, რომ ცელიაკიის მქონე პირები მხოლოდ ამ ზონას იყენებენ. გახსოვდეთ, რომ ყველას, განსაკუთრებით ცნობისმოყვარე ბავშვებს, ასევე სურთ უგლუტენო პროდუქტების გასინჯვა, ამიტომ მოამზადეთ ყველასთვის საკმარისი უგლუტენო პროდუქტი.

  • მეტი თვალსაჩინოებითვის უგლუტენო პროდუქტის ყველა თეფში, ან კონტეინერი მონიშნეთ ეტიკეტებით, სტიკერებით ან  სხვა ფერის ჭურჭლის არჩევით.
  • მოათავსეთ პატარა აბრა „უგლუტენო ზონა“ და გააფრთხილეთ სტუმრები, რომ არ მოათავსონ კერძები, დანა ჩანგალი ან თეფშები, რომლებიც იყო გამოყენებული გლუტენის შემცველი საკვებისთვის.
  • ყურადღებით შეამოწმეთ, რომ წესები სრულდება. მეთვალყურეობა ყოველთვის აუცილებელია, განსაკუთრებით ბავშვებთან. შესაძლოა, დახმარება სთხოვოთ სხვა უფროსებს ან მშობლებს (ცელიაკიის მქონე ბავშვების მშობლებს აქვთ გაწვრთნილი თვალი და შეძლებენ სხვებზე მეტად დაგეხმაროთ).
  • თუ წვეულების ბოლოს დარჩა გაჯეტი, რომელიც შეიცავს კერძებს ან სხვა საკვებს, დარწმუნდით, რომ ცელიაკიის მქონე სტუმრებისთვის განკუთვნილი გაჯეტი გლუტენისგან თავისუფალია.

POV 2: თქვენ ხართ მასპინძელი და თავაზობთ უგლუტენო მენიუს

შეგიძლიათ მოამზადოთ უგლუტენო ფურშეტი, რომელიც ყველას გაახარებს.

უპირველეს ყოვლისა, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების კუთხით, მხოლოდ უგლუტენო კერძების მომზადება ნეკლებად სტრესულია, რადგან არ გიწევთ საკვების განცალკევება.  გახსოვდეთ, რომ ცელიაკიის მქონე პირები, გარდა იმისა, რომ ვერ ჭამენ გლუტენის შემცველ საკვებს, ასევე ვერ ჭამენ საკვებს, რომელიც შეეხო გლუტენის შემცველ პროდუქტს. სიფრთხილის წესები ასევე ეხება ჭურჭელს, სადაც შეიძლებოდა უგლუტენო საკვების დადებამდე ყოფილიყო გლუტენის შემცველი ნამცეცი (მაგ: დანა-ჩანგალი, თეფშები)

არ არის საჭირო სტუმრების ინფორმირება, რომ საკვები სრულიად უგლუტენოა, რადგან მისი მირთმევა ყველას შეუძლია, მაგრამ მიზანშეწონილია ცელიაკიის ბავშვებს აცნობოთ, რათა მათ შეძლონ წვეულებაზე ნერვიულობის გარეშე ისიამოვნონ.

POV 3: თქვენი შვილი მიწვეულია მეგობრის დაბადების დღეზე.

თუ თქვენი შვილი მეგობრის დაბადების დღეზეა მიწვეული, უმარტივესი რამ არის სახლიდან უგლუტენო ნამცხვრის ან საჭმლის მიტანა შესაბამის კონტეინერში.  დარწმუნდით, რომ თქვენმა ბავშვმა შემთხვევით არ გამოიყენოს მეგობრის თეფში ან ჩანგალი: გლუტენის შემცველი საკვების მცირე ნარჩენებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები.

და თუ ვინმეს აინტერესებს თქვენ მიერ მოტანილი უგლუტენო საჭმელი, უბრალოდ აუხსენით, რომ ეს არის უგლუტენო საკვები: ისეთივე გემრიელი, როგორც ყველა სხვა საკვები, მაგრამ შექმნილია მათთვის, ვისაც არ შეუძლია გლუტენის ჭამა, რათა, ჭამის შემდეგ, თავი ცუდად არ იგრძნონ.