Schär | glutenfree Products - როგორ გავუადვილოთ ცელიაკიის მქონე ბავშვებს ცხოვრება

როგორ გავუადვილოთ ცელიაკიის მქონე ბავშვებს ცხოვრება

პროდუქტები

How to make coeliac children’s lives easier | Schär (schaer.com)

სახლშიც და სკოლაშიც

ძალიან ხშირია ბავშვების კრიტიკისა და პრეტენზიების მოსმენა მათი უგლუტენო კვების შესახებ, განსაკუთრებით თუ სიტუაცია შედარებით ახალია მათთვის. მაგრამ,  არსებობს გზები, რაც გაუადვილებსს ცელიაკიის მქონე ბავშვებს ცხოვრებას სახლში და სკოლაში.

სახლში

“რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვჭამოთ ის, რასაც სხვები ჭამენ, ხშირად აღიქმება როგორც უსამართლობა. ამ შემთხვევაში, პიროვნების  იმ ძლიერ უნარებზე ხაზგასმა რაც პრობლემასთან ერთად ცხოვრებაში ეხმარება- ძალიან სასარგებლოა”, – ამბობს კვების ფსიქოლოგი ელენ სტემერი. ცელიაკიის გერმანიის ასოციაციის (DZG, Deutsche Zöliakie Gesellschaft) კვების სფეროზე პასუხისმგებელი  გვირჩევს: „როცა დიეტის შეცვლაა საჭირო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასარგებლო იქნება ეს ცვლილება გაიზიაროს მთელმა ოჯახმა, ანუ ყველამ მიირთვას საკვები, რომელიც დაფუძნებულია ინგრედიენტებზე გლუტენის გარეშე.  და თუ თქვენ დახმარებას ითხოვთ ბავშვებისგან  სამზარეულოში ან სუპერმარკეტში, ისინი იქნებიან მეტად ყურადღებით და  იშვიათად დატოვებენ ნარჩენებს ქვაბში.

გაზიარება მზრუნველობაა

პატარების დასახმარებლად კიდევ ერთი გზა არის მათთვის რაც შეიძლება მეტი საკვების გაზიარება. ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სუფრასთან ყოფნა უზრუნველყოფს ჰარმონიას, სიმშვიდეს და კეთილდღეობას. შესაძლოა წარმოუდგენლად ჟღერდეს, მაგრამ კომპანია ხელს უწყობს დანაყრების გრძნობას.

პროფესორმა კრისტოფ კლოტერმა, გერმანიის ფულდას უნივერსიტეტის კვების ფსიქოლოგმა, ჩაატარა ვრცელი კვლევები ამ საკითხზე და დაასკვნა: „სხვებთან გაზიარებული კვება გვანაყრებს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სოციალურად და ფსიქიკურადაც. ის გვახარებს და გვამშიდებს. უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს რიტუალურ ელემენტს, რომელიც აცოცხლებს და აძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს, იქნება ეს ოჯახი, წყვილი თუ მეგობრობა.

“ერთად ჭამა ხშირად არის იდეების გაცვლის, კომუნიკაციის შემთხვევა, ეს არის საზოგადოების შექმნისა და სტაბილურობის ცენტრალური ინსტიტუტი”, – ამბობს პროფესორი კლოტერი.

მეცნიერება საფუძველია

კალიფორნიაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ბავშვები, რომლებიც მშობლებთან ერთად კვირაში სამჯერ მიირთმევენ, მეტ ხილს, ბოსტნეულს და კალციუმით მდიდარ რძის წარმოებულებს და ნაკლებ ფასტ-ფუდს და საკონდიტრო ნაწარმს მოიხმარენ. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ოჯახთან ერთად სადილობენ, ნაკლებად არიან დაცულნი სიმსუქნისა და კვებითი დარღვევების მიმართ. და არა მხოლოდ ბავშვები იღებენ სარგებელს: მოზარდები უფრო მზად არიან გასინჯონ ახალი კერძები, რომლებიც დავიწყებული ჰქონდათ, თუ სხვები სთავაზობენ მათ. ასე, ისინი ცვლიან თავიანთ ყოველდღიურ მენიუს, რაც მას უფრო მდიდარ და დაბალანსებულს ხდის კვების თვალსაზრისით. ეს ასევე ეხება უგლუტენო საკვებსაც.

ძირითადად კი, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაშლილ სუფრასთან დაჯდომა, თქვენი თავგადასავლებისა და დღის ამბების შესახებ მოყოლა, მზრუნველობით მომზადებული კერძების მირთმევა.. არის რამე ამაზე სასიამოვნო?

სკოლაში

 

სკოლაში  გარიყულობის შეგრძნებამ  შეიძლება იჩინოს თავი. თუმცა, თავიდან ასარიდებლად გთავაზობთ 3 რჩევას, რათა დარწმუნდეთ, რომ ცელიაკიის მქონე ბავშვები თავს კარგად გრძნობენ და კარგად იცავენ უგლუტენო დიეტას:

  • აუხსენით თქვენს შვილს, რომ სხვა ბავშვებმა შეიძლება არ იცოდნენ რა არის ცელიაკია. მათ შესაძლოა არაფერი იცოდნენ გლუტენის ან უგლუტენო დიეტის შესახებ. ამ ფაქტის გაცნობიერებით, ცელიაკიით დაავადებული ბავშვი თავს ნაკლებად შეურაცხყოფილად იგრძნობს, როცა სხვა ბავშვი შესთავაზებს მას ტკბილეულს ან ისეთ საკვებს, რომელიც შეიცავს გლუტენს.
  • ასწავლეთ თქვენს შვილს, თუ როგორ შეუძლია ახსნას თავისი დაავადება: რა არის გლუტენი, სიმპტომები, შედეგები. გულისრევის, კუჭის ტკივილის და ზოგადი ავადობის აღწერა სხვებს გაგებაშა ეხმარება, რადგან, თუნდაც სხვა მიზეზების გამო, ყველა ბავშვს აქვს გამოცდილი ეს სიმპტომები.

.

  • და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: ხანდახან მიეცით თქვენს შვილს უგლუტენო საჭმელები ან ტკბილეული, რათა მან გაუზიაროს ისინი სხვა ბავშვებს და ბავშვებმა ნახონ, რომ საკვებს, რომელსაც  ისინი მიირთმევენ, ისეთივე კარგი და გემრიელია, როგორც ის, რასაც ყველა მიირთმევს.