უგლუტენო კვება სკოლაში
პროდუქტები
Gluten Free at School: Tips to Eat Safety Out of Home | Schär (schaer.com)
რჩევები და ხრიკები სახლის გარეთ უსაფრთხოდ კვებისთვის
სკოლის პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებულია მეტი დროის გატარება სახლიდან მოშორებით, სკოლის შემდეგაც კლასგარეშე აქტივობები, სპორტი, მეგობრებთან შეკრება და მრავალი სხვა აქტივობა. ჯანსაღი, მრავალფეროვანი და დაბალანსებული უგლუტენო დიეტის დაგეგმვა ასეთ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. დარწმუნდით, რომ ბავშვები იღებენ საკმარის ენერგიას და მხარდაჭერას სასწავლო წლის დასაწყებად.
დავიწყოთ ხემსით

ხემსი ბავშვების კვების ფუნდამენტური ნაწილია. ბავშვების “საწვავის ავზი” ბევრად უფრო მცირეა ვიდრე ზრდასრულის და ისინი უფრო სწრაფად წვავენ კალორიებს. მაშინაც კი, როდესაც უბრალოდ სხედან კლასში, წვავენ იმ ენერგიას, რომელიც მათ საუზმეზე მიიღეს საკვების სახით. როგორც კი ენერგია ამოიწურება, გაკვეთილებზე და ყველა აქტივობაზე მათი კონცენტრირების უნარი იწყებს კლებას. ამ დროს მნიშვნელოვანი ხდება წახემსება: გონებისა და სხეულის საწვავით შევსება ჯანსაღი, გემრიელი და ნუტრიენტებით მდიდარი ხემსით, რაც დაეხმარება მათ საუკეთესოდ იგრძნონ თავი და იყვნენ მეტად პროდუქტიულნი მომდევნო საათებში.
იდეალური ხემსი შედგება სამი ძირითადი ინგრედიენტისგან:
- Პური
- რძე ან რძის ნაწარმი
- უმი ბოსტნეული: ხილი და/ან ბოსტნეული
პური გვაძლევს ნახშირწყლებს, რაც ორგანიზმისთვის სუფთა ენერგიაა; რძეში შემავალი კალციუმი, ფოსფორი, ცილები, D, A ვიტამინი და მათი წარმოებულები მნიშვნელოვანია ბავშვების კბილებისა და ძვლებისთვის; ხილი და ბოსტნეული უზრუნველყოფს ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელოვან მარაგს. საჭმელი, სასურველია შეიცავდეს ცილებს, კალციუმს, ვიტამინებს და უჯრედისს,რაც ამარაგებს ბავშვს საჭირო საკვები ნივთიერებებით.
რაც შეეხება ტკბილეულს და სასმელს
დროდადრო, ნორმალურია ბავშვმა მიიღოს ტკბილი საჭმელი, როგორიცაა უგლუტენო შოკოლადის ფილა. ასევე რეჰიდრატაცია, ანუ დაკარგული სითხის ჩანაცვლება, აუცილებელია, რადგან სითხის ნაკლებობა ადვილად იწვევს კონცენტრაციის დაკარგვას. 100% ხილის წვენები მდიდარია ვიტამინებით, ნაკლებად კონცენტრირებული რომ იყოს განაზავეთ წყლით ან რძით. რა თქმა უნდა, ნაკლებად ტკბილი წყალი ან ჩაი,ასევე შესაფერისია.
რჩევები სკოლის ხემსის შესახებ
იმისთვის, რომ წასახემსებელი ყუთის გახსნისას პური სველი არ იყოს, ბოსტნეული ყავისფერი და იოგურტი გახსნილი , შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
- პური რომ არ დასველდეს შიგთავსსა და პურს შორის მოათავსეთ სალათის ფოთოლი ან კიტრის ნაჭერი (გარეცხილი და გამშრალი) . იმოქმედებს როგორც ერთგვარი ბარიერი ტენიანობის წინააღმდეგ.
- იმისათვის, რომ ხილი და ბოსტნეული სუფთა და ცოცხალი იყოს, დაჭერით ისინი პატარა ნაჭრებად და დაასხით ცოტაოდენი ლიმონის წვენი.
- გამოიყენეთ პრაქტიკული, მრავალჯერადი კონტეინერები და შეინახეთ იოგურტი და სითხეები დამატებითი კონტეინერებში უსაფრთხოებისთვის. მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები ასევე შესანიშნავი იდეაა.
- ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი: ბალანსი არის გასაღები. ჩაალაგეთ თქვენი ბავშვისთვის სწორი რაოდენობის საკვები. ძალიან ცოტა არ მისცემს მათ საკმარის ენერგიას, ძალიან ბევრი კი შეანელებს მათ.
უსაფრთხო სადილი სკოლის კაფეტერიაში
ცელიაკიის მქონე ყველა ბავშვს ლანჩი სახლიდან არ მოაქვს. ზოგი ლანჩს სკოლის კაფეტერიიდან იღებს. სკოლის კაფეტერიებს, როგორც წესი, უნდა ჰქონდეთ მაღალი სტანდარტები და მათი პერსონალი დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს ბავშვების კალორიულ მოთხოვნილებასა და კვებას. წესით, ისინი ასევე უნდა გვთავაზობდნენ მენიუს გლუტენის გარეშე ცელიაკიის მქონე ბავშვებისთვის. მშობლების ამოცანაა ნედლეულის ხარისხის მონიტორინგი და კერძების სწორად მომზადება.


