Schär | glutenfree Products - ჯვარედინი დაბინძურების მნიშვნელობა

ჯვარედინი დაბინძურების მნიშვნელობა

პროდუქტები

What is Cross Contamination? Importance & Examples (schaer.com)

 

თუ თქვენ დაგისვეს ცელიაკიის დიაგნოზი ან გლუტენის არაცელიაკიური მგრძნობელობა , გეცოდინებათ, რომ ერთადერთი ეფექტური მკურნალობა არის უგლუტენო დიეტა.

ცელიაკიით დაავადებულებმა დიეტა მკაცრად უნდა დაიცვან, რათა შემცირდეს თანმდევი გრძელვადიანი გართულებების რისკი. მათთვის, ვისაც აქვს გლუტენის არაცელიაკიური მგრძნობელობა შესაძლოა არ იყოს ასეთი მკაცრი წესების დაცვა საჭირო.

თქვენი დიეტის ადაპტაცია უგლუტენო კვებასთან შესაძლოა გამოწვევბთან იყოს დაკავშიებული. ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ჯვარედინი დაბინძურება.

ჯვარედინი დაბინძურება, როდესაც გლუტენი შედის კონტაქტში უგლუტენო საკვებთან, შეიძლება მოხდეს სხვადასხვა გზით. სამწუხაროდ, გლუტენის მცირე ნატეხიც კი შეიძლება იყოს საკმარისი იმისათვის, რომ გლუტენის აუტანლობის დროს ადამიანმა  თავი ცუდად იგრძნოს.

თუ გაქვთ ცელიაკია, უნდა იცოდეთ ჯვარედინი დაბინძურების მნიშვნელობა და როგორ აიცილოთ თავიდან. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

რა არის ჯვარედინი დაბინძურება?

გლუტენის ჯვარედინი დაბინძურება ხდება მაშინ, როდესაც უგლუტენო საკვები შედის კონტაქტში გლუტენის შემცველ საკვებთან ან სამზარეულოს ჭურჭელთან და ზედაპირებთან, სადაც მომზადდა გლუტენის შემცველი კერძი. ჯვარედინ დაბინძურებას ზოგჯერ ჯვარედინ კონტაქტს უწოდებენ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჯვარედინი კონტაქტი ან ჯვარედინი დაბინძურება არ ჰგავს საკვების ბაქტერიებით დაბინძურებას, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია ნივთების სტერილურად შენახვით. გლუტენის განადგურება შეუძლებელია ჰიგიენური ზომებით. გლუტენის ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, გლუტენი არ უნდა ეხებოდეს ზედაპირს, ჭურჭელს ან ხელებს. ან თუ შეეხო, კარგად გაირეცხოს ან პირმა რომელიც სეეხო გლუტენს, კარგად დაიბანოს ხელები უგლუტენო საკვების მომზადებისას.

არსებობს ჯვარედინი დაბინძურების მრავალი აშკარა (და არც ისე აშკარა) წყარო სახლში, თქვენს სამზარეულოში, რესტორნებში და სხვა ადგილებში, სადაც მზადდება  საკვები. თუმცა, ჯვარედინი დაბინძურება ასევე შეიძლება მოხდეს ინგრედიენტებს შორის იქამდე, სანამ სამზარეულოში მოხვდება , კულტივირების, დამუშავებისა და წარმოების პროცესების დროს.

ჯვარედინი დაბინძურების სახეები

ჯვარედინი დაბინძურების სამი ძირითადი ტიპი არის საჭმლიდან საჭმელზე, აღჭურვილობა-საჭმელზე და ადამიანიდან -საჭმელზე.

საჭმლიდან-საჭმელზე ჯვარედინი დაბინძურება შეიძლება მოხდეს სახლში, თუ უგლუტენო და გლუტენის შემცველი საკვები ცალ-ცალკე  არ ინახება. იგივე შესაძლოა მოხდეს ქარხნებში, სადაც, მაგალითად, სხვადასხვა მარცვლეული ან ფქვილი შეიძლება შეერიოს ერთმანეთს.

აღჭურვილობა – საკვების ჯვარედინი დაბინძურება ხდება, როდესაც  აღჭურვილობა გამოიყენება როგორც უგლუტენო, ასევე გლუტენის შემცველი საკვებისთვის, როგორიცაა საერთო ტოსტერი,საჭრელი დაფა ან საბრტყელებელი.

ადამიანიდან საკვების ჯვარედინი დაბინძურება შეიძლება მოხდეს ხელებით ან ჩვენი ტანსაცმლით, თუ, სანამ დავიწყებდით საკუთარი უგლუტენო კერძების ან საჭმლის მომზადებას, შევეხეთ გლუტენს ან ვიყავით გარემოში, სადაც იყო გლუტენის შემცველი საკვები. არსებობს ფქვილის წვრილი ნაწილაკებით დავინძურების რისკიც მაგალითად ისეთ ადგილებში, როგორიცაა პიცერია და საცხობი და ჰაერში დარჩა ფქვილი.

ჯვარედინი დაბინძურების მაგალითები

თუ თქვენ მიჰყვებით მკაცრ უგლუტენო დიეტას სახლში, სადაც ჩვეულებრივ იკვებებიან გლუტენის შემცველი საკვებით, ჯვარედინი დაბინძურების მრავალი გზა არსებობს. აქ მოცემულია რამდენიმე მარტივი რჩევა, რომელიც უნდა დაიცვათ ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად:

  • ნუ გამოიყენებთ საერთო ქვაბებს და ტაფებს და  კარგად გარეცხეთ გამოყენებამდე.
  • არ გამოიყენოთ საერთო ტოსტერი, უგლუტენო ან გლუტენიანი საკვებს ერთდროულად გასაცხელებლად.
  • ნუ გამოიყენებთ საერთო ვაფლის გასაკეთებელს ან გრილებს, რადგან მათი სრული გაწმენდა ძალიან რთულია.
  • არ შეწვათ უგლუტენო საკვები ზეთში, რომელიც გამოიყენებოდა სხვა საკვების შესაწვავად.
  • არ გამოიყენოთ წყალი, რომელიც გამოიყენებოდა გლუტენის შემცველი საკვების მოსახარშად, როგორიცაა მაკარონი.
  • არ გამოიყენოთ საერთო საჭრელი დაფები.
  • გამოიყენეთ საკუთარი ტილოები ზედაპირების გასაწმენდად.
  • ყურადღებით იყავით სამზარეულოს ისეთ ზედაპირებთან, რომლებსაც მზარეულის ხელები ეხება, როგორიცაა მაცივრის კარის სახელური.

გლუტენის დაბინძურების მნიშვნელობა ცელიაკიის დროს

რამდენად მნიშვნელოვანია  ცელიაკიის დროს ჯვარედინი დაბინძურება? როდესაც ადამიანი, რომელიც მისდევს უგლუტენო დიეტას, კვლავ ჭამს გლუტენს სულ მცირე რაოდენობის მიუხედავად ჯვარედინი დაბინძურების გამო, შეიძლება განიცადოს სიმპტომები. მაშინაც კი, თუ სიმპტომები უმნიშვნელოა და ასეტი ფორმით გლუტენის მიღება გრძელდება, ეს სავარაუდოდ იწვევს წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გარკვეულ დაზიანებას.

ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების გზები

როგორ ავიცილოთ თავიდან გლუტენის ჯვარედინი დაბინძურება? ყურადღება და სიფრთხილე დაგეხმარებათ შეცდომების  თავიდან აცილებაში.

სახლში 

თუ ოჯახში არ იკვებებით სრულად უგლუტენოდ ,დარწმუნდით, რომ გაქვთ გამოყოფილი ადგილი, სადაც მხოლოდ უგლუტენო კერძებს ამზადებთ და კარგად იბანთ ხელს გლუტენით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. იდეალურ შემთხვევაში, უგლუტენო პროდუქტის მოსსამზადებლად   უნდა გქონდეტ ცალკე სამზარეულოს და სერვირების ხელსაწყოები და აღჭურვილობა. თუ იყენებთ საერთო ტაფებსა და ჭურჭელს უგლუტენო და გლუტენის შემცველი საკვებისთვის, დარწმუნდით, რომ კარგადაა გარეცხილი გამოყენებებს შორის.

მსგავსი სიფრთხილის ზომები უნდა დაიცვათ ასევე  საკვების შენახვისას. სუგლუტენო პროდუქტისთვის ცალკე საწყობის გამოყოფა დაიცავს ჯვარედინი დაბინძურებისგან. თუ ამის საშუალება არაა,  აირჩიეთ ზედა თარო, რომელსაც იყენებთ მხოლოდ გლუტენისგან თავისუფალი საკვებისთვის. გამოყავით სუფთა კონტეინერები, რომელშიც მხოლოდ დარწმუნდით უგლუტენო საკვებს შეინახავთ. და ბოლოს, დაიცავით იმავე სიფრთხილის ზომები ჭამის შემდეგ  რეცხვისას – შეინახეთ ცალკე საწმენდი ხელსაწყოები და ტილოები ყველა “უგლუტენო” პროდუქტისთვის.

გარეთ

საკვების ყიდვისას ყველაზე უსაფრთხო გზაა ეტიკეტირებული საკვები პროდუქტების მოძიება. “გლუტენის გარეშე” ეტიკეტი ნიშნავს, რომ ის შეიცავს  20ppm-ზე ნაკლებ გლუტენს, როგორც Schär-ის უგლუტენო პროდუქტები. ბევრი ბუნებრივად უგლუტენო მარცვალი, ბუნებრივად გლუტენისგან წამოებიდან  მაგიდამდე შეიძლება დაბინძურდეს გლუტენით.

იყავით ყურადღებიანი რესტორნებში. ინგრედიენტების შემოწმების გარდა, ჰკითხეთ აღჭურვილობაზე და მომზადების პროცესზე. მაგალითად გრილზე, რომელზეც წვავენ ხორცს, ასევე ხომ არ აცხელებენ პურს.

თუ მოგზაურობთ, დაგეგმეთ კვება წინასწარ და გაარკვიეთ გექნებათ თუ არა უგლუტენო ვარიანტების მოძიების საშუალება. თუ ამის საშაულება არ არის, თან იქონიეთ უგლუტენო საკვების ვარიანტები (Schär-ის პორციიების მიხედვით შეფუთული ორცხობილა იდეალურია) სამსახურში, თქვენს მანქანაში ან ჩანთაში დღის ნებისმიერ დროს.