ბიომრავალფეროვნების დაცვა: ჩვენი საერთო ვალდებულება Crop Trust-თან ერთად
პროდუქტები
5 სხვადასხვა კულტურის – ლობიო, ოსპი, ფეტვი, ბარდა, სორგო, 500-მდე სახეობა, შესაბამისადაა დაცული მინიმუმ მომდევნო 100 წლის მანძილზე.
2022 წელს, ჩვენი კომპანიის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, დავისახეთ მიზანი – ბიომრავალფეროვნების დაცვა მომავალი თაობებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად, ვიპოვეთ საუკეთესო პარტნიორი — Crop Trust.
Crop Trust არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში კულტურების ბიომრავალფეროვნების დაცვას და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ემსახურება — სამუდამოდ და ყველასთვის.
კულტურების მრავალფეროვნების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი გლობალური საკითხი, რომელიც აუცილებელია მომავალში საკვების და საკვები ნივთიერებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კულტურების მრავალფეროვნება იქნეს შენარჩუნებული განუსაზღვრელი ვადით და ხელმისაწვდომი გახდეს მეცნიერებისთვის, მკვლევრებისთვის და ფერმერებისთვის, რათა მათ შეძლონ კლიმატური კრიზისის გამოწვევებთან ადაპტაცია, შეამცირონ გარემოზე ზიანი, გააუმჯობესონ ცხოვრების პირობები და უზრუნველყონ ყველასთვის საკმარისი და ხარისხიანი კვება.
რატომაა მნიშვნელოვანი კულტურათა მრავალფეროვნება?
კულტურათა მრავალფეროვნება დედამიწაზე სიცოცხლისთვისაა აუცილებელია. სწორედ ეს ხდის მდგრადს ყველაფერს, რასაც ვჭამთ და ვსვამთ. თუმცა, სამწუხაროდ, ბიომრავალფეროვნება ქრება. კულტურების დაცვა წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილს იმ გლობალური გამოწვევების გადაწყვეტაში, როგორიცაა კლიმატური კრიზისი, ბიომრავალფეროვნების შემცირება და საკვების და კვებითი უსაფრთხოების დარღვევა.
Schär-ში ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ 5 სხვადასხვა კულტურის – ლობიო, ოსპი, ფეტვი, ბარდა, სორგო, 500-მდე სახეობა, შესაბამისადა იყოს დაცული მინიმუმ მომდევნო 100 წლის მანძილზე.
ფეტვი
ფეტვი გამორჩეულია თავისი მაღალი კვებითი ღირებულებით და მდიდარია მიკროელემენტებით. რაციონში დამატებამ შესაძლოა არასაკმარისი მიკროელემენტების მიღებით გამოწვეული დაფარული შიმშილისა და მალნუტრიციის რისკი შეამციროს.
ფეტვი მოდის ძალიან ცხელ და მშრალ კლიმატურ პირობებში, ისეთ ღარიბ ნიადაგზეც კი, სადაც სხვა კულტურები ვერ იარსებებდნენ.
სორგო
სორგო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარცვლოვანი კულტურაა და მსოფლიოში წარმოებული უგლუტენო მარცვლეულებიდან მესამე ადგილზეა. იგი გამორჩეულია ძლიერი გვალვაგამძლეობით, რაც მას მშრალი კლიმატის მქონე რეგიონებისთვის იდეალურ არჩევანად აქცევს.
ყველაფერი, რაც გსურთ უგლუტენო მარცვლეულში თავმოყრილია აქ: მრავალმხრივი გამოყენება, სარგებლიანობა, მდიდარი საკვები ნივთიერებებით… და ხელმისაწვდომი ფასით!
ბარდა
ბარდა ფართოდ გავრცელებული ცივი სეზონური კულტურაა, რომლის მიღებაც შესაძლებელია როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე.
ბარდის მოყვანა ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნებას როგორც ნიადაგის ქვეშ , ბაქტერიებისა და ჭიაყელების გამრავლებით, ასევე ნიადაგის ზედაპირზე ფუტკრების მოზიდვით.
ლობიო
ლობიო მილიონობით ადამიანისათვის აუცილებელი ცილოვანი წყაროა ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. ის მდიდარია მიკროელემენტებით, როგორიცაა რკინა და ფოლიუმის მჟავა — ნუტრიენტი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის.
ლობიო სწრაფად მზარდი კულტურაა — დათესვიდან მხოლოდ 55–60 დღეში მწიფდება.
ოსპი
ოსპი არის საკვები თესლი პარკოსანთა ოჯახიდან. ითვლება, რომ მათი წარმოშობა შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას უკავშირდება და ისინი ერთ-ერთ უძველეს საკვებად მიიჩნევა მსოფლიოში.
როგორც სხვა პარკოსნები, ოსპიც ძალიან მდიდარია საკვები ნივთიერებებით. არც ერთ მცენარეულ საკვებს არ აქვს ისეთი მაღალი ცილის შემცველობა, რაც, შრობის შემდეგ 25%-მდე იზრდება.


