სიმინდის ჯანმრთელობის ბენეფიტები
პროდუქტები
სიმინდის ფანტელები, სიმინდის ტაკო, პოპკორნი, პოლენტა, ტკბილი სიმინდი – სიმინდი გლუტენის გარეშე დიეტაში ყველგან გვხვდება. მაგრამ კარგია ის თქვენთვის?
სიმინდი უგლუტენო დიეტაზე მყოფთათვის ნამდვილი მეგობარია. იქნება ეს საუზმის მარცვლეულის სახით, მაყალზე შემწვარი, კინოში, პოპკორნის სახით, თუ სიმინდის ფქვილისგან გამომცხვარი გემრიელობა, სიმინდი მნიშნელოვანი საკვებია უგლუტენო დიეტის დროს. თუმცა, სიმინდს არ მოაქვს მხოლოდ არომატი; ეს პატარა ყვითელი უგლუტენო მარცვლეული დახუნძლულია მნიშვნელოვანი ნუტრიენტებით, რასაც მოაქვს ჯანმრთელობის სარგებელიც. წაიკითხეთ რომ აღმოაჩინოთ სიმინდის ჩართვის უამრავი სარგებელი უგლუტენო დიეტის დროს.
რითია სიმინდი კარგი?
სიმინდი სახამებლის შემცველი ბოსტნეულია, რაც ნიშნავს, რომ ენერგიის კარგი წყაროა. სახამებელი, რომელსაც ის შეიცავს, ეწოდება რეზისტენტული სახამებელი, რაც, ორგანიზმისთვის რთულად დასაშლელია. შესაბამისად, მისგან ორგანიზმი ენერგიას ნელ ტემპში იღებს, რაც ნიშნავს, რომ მიღებული ენერგია დიდხანს გაგყვებათ.
სიმინდი ასევე კარგია საჭმლის მონელებისთვის და კუჭ-ნაწლავის რეგულარული მუშაობისთვის. ეს იმიტომ, რომ ის მდიდარია უხსნადი ბოჭკოთი, რომელიც კვებავს ნაწლავებში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებს და ეხმარება საკვების უფრო მარტივად გადაადგილებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ნაწლავებში.
სიმინდის დამატებითი უპირატესობა ის არის, რომ ის განსაკუთრებით მდიდარია კაროტინოიდებით — ლუტეინით და ზეაქსანთინით, რომლებიც შესანიშნავია თვალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რადგან ისინი თვალის მაკულარული რეგიონების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. შესაბამისად, სიმინდის რეგულარული მოხმარება ეხმარება კატარაქტისა და მაკულარული დეგენერაციის წინააღმდეგ დაცვას.
სიმინდის ნუტრიციული თვისებები
სიმინდი არა მხოლოდ მდგრადი სახამებლის, უხსნადი ბოჭკოსა და კაროტინოიდების მაღალი შემცველობით გამოირჩევა, არამედ შეიცავს აუცილებელი ვიტამინების, მინერალებისა და ამინომჟავების ფართო სპექტრს, რაც ჯანსაღი კვების განუყოფელი ნაწილია. ის უზრუნველყოფს ფოსფორის, მაგნიუმის, კალიუმის, C ვიტამინისა და B ჯგუფის ვიტამინების — ფოლატის, თიამინისა და B12-ის — რეკომენდებული დღიური რაოდენობის 10%-ზე მეტს. ასევე კარგი წყაროა პროვიტამინ A-ს, E ვიტამინის, რკინის, მანგანუმის, სელენის, ნატრიუმისა და თუთიისთვის. კიდევ უკეთესი ის არის, რომ სიმინდი შეიცავს ფასეულ ანტიოქსიდანტებსა და ამინომჟავებს, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი უჯრედული ზრდისთვის.
სიმინდის ფქვილის სარგებელი
სიმინდის ფქვილი მიიღება მთელი სიმინდის მარცვლების დაფქვით წვრილ ფხვნილად. შესაბამისად, სიმინდის ყველა საკვები ნივთიერება და სარგებელი თავად ფქვილშიც გვხვდება. ამიტომ დღესვე დაიწყეთ ცხობა უკეთესი სისხლის მიმოქცევის, გულისა და კანის ჯანმრთელობისთვის — უბრალოდ დაამატეთ სიმინდის ფქვილი თქვენს საყვარელ უგლუტენო პურებისა და ცომეულის რეცეპტებში.
