Schär | glutenfree Products - აუტოიმუნური დაავადებები და ალერგიები

აუტოიმუნური დაავადებები და ალერგიები

პროდუქტები

Coeliac disease, allergy, intolerance | Distinction (schaer.com)

 

შეიტყვეთ რა განსხვავებაა აუტოიმუნურ დაავადებებს, ალერგიულ რეაქციებსა და აუტანლობებს შორის. ეს მდგომარეობები არის სხვადასხვა!

რა არის აუტოიმუნური დაავადება?

იმუნური სისტემა იცავს ჩვენს ორგანიზმს დაავადებებისა და ინფექციებისგან. მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, იმუნური სისტემა ცუდად ფუნქციონირებს და შეცდომით თავს ესხმის ჯანმრთელ უჯრედებს, ქსოვილებსა და ორგანოებს. ამ შეტევების შედეგად წარმოქმნილ მდგომარეობას აუტოიმუნური დაავადება ეწოდება.

მეცნიერებმა იციან 80-ზე მეტი აუტოიმუნური დაავადების შესახებ. ზოგიერთი კარგად ცნობილი და შედარებით გავრცელებული მდგომარეობაა ცელიაკია, რევმატოიდული ართრიტი, ტიპი 1 დიაბეტი, წითელი მგლურა და გაფანტული სკლეროზი, ზოგი კი გაცილებით იშვიათი და რთულად დასადგენია.

აუტოიმუნური დაავადებების უმეტესობა არ ინკურნება და საჭიროებს უწყვეტ მკურნალობას სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ალერგია და საკვების აუტანლობა  ერთი და იგივეა?

ზოგჯერ ადამიანებს აქვთ აუტანლობა გარკვეული საკვები კომპონენტის  მიმართ, ლაქტოზას აუტანლობა ყველაზე გავრცელებული მაგალითია. აუტანლობის დროს  იმუნური სისტემა  ჩართული არ არის. რეაქცია ჩვეულებრივ შემოიფარგლება საჭმლის მომნელებელი ტრაქტით, უსიამოვნო, მაგრამ არა მძიმე სიმპტომებით, როგორიცაა დიარეა ან გულისრევა.

საკვების აუტანლობა განსხვავდება საკვების ალერგიისგან იმით, რომ ის ყოველთვის არ იწვევს მყისიერ რეაქციას, არამედ  შეიძლება დაიწყოს საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ან თანდათან დაგროვდეს დროთა განმავლობაში. ასევე  საკვების აუტანლობის მქონე ადამიანს შეუძლია მოიხმაროს მატრიგერებელი ნივთიერების მცირე რაოდენობა, მაშინ როცა ალერგიის დროს ალერგენის მცირე რაოდენობაც კი საკმარისია იმუნური სისტემის რეაქციის გამოსაწვევად.

აუტოიმუნური დაავადებები და ალერგიები: მსგავსება და განსხვავებები

 

როგორც აუტოიმუნური დაავადებებს, ისევე ალერგიას აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა; ანუ მათ ოჯახებში ვხვდებით. მაგალითად, რძეზე ალერგია უფრო ხშირია ბავშვებში, რომელთა მშობლებსაც აქვთ ალერგია. ცელიაკია, აუტოიმუნური მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმის რეაქციასთან გლუტენზე, გვხვდება თითქმის ექსკლუზიურად გარკვეული გენეტიკური ვარიანტის მქონე ადამიანებში. თუმცა, ნაკლებად ცნობილია, თუ რატომ ვლინდება ალერგია ან აუტოიმუნური დაავადება ზოგიერთ ადამიანში და არა სხვებში, მოუხედავად იმისა, რომ მათაც აქვთ გენეტიკური მიდრეკილება.

აუტოიმუნურ დაავადებებსა და ალერგიებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ის, რომ ალერგია შეიძლება წარმოიქმნას და გაქრეს, განსაკუთრებით ბავშვებში, მაშინ როდესაც აუტოიმუნური დარღვევები ზოგადად გრძელდება მთელი ცხოვრება. ასევე, როგორც წესი, სიმპტომებიც სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, ალერგია იწვევს უეცარ შოკს სისტემაში, ხოლო აუტოიმუნური დარღვევები, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არ მკურნალობს, იწვევს ქსოვილებისა და ორგანოების პროგრესულ დაზიანებას.

შეიძლება თუ არა აუტოიმუნური დაავადებები გამოწვეული იყოს საკვების ალერგიით?

აუტოიმუნური დაავადებების ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი შესაძლო თეორია არის ის, რომ ზოგიერთმა მიკროორგანიზმმა (ბაქტერია ან ვირუსი) ან წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები, რომლებიც აბნევს იმუნურ სისტემას. ხშირ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მართალია, რომ ადამიანებს აქვთ გენეტიკური მიდრეკილება მოცემული აუტოიმუნური მსგომარეობის განვითარებაზე, მაგალითადა ცელიაკია.

კიდევ ერთი თეორია არის ის, რომ ალერგიამ შეიძლება დაატრიგეროს აუტოიმუნური დაავადებები, თუმცა მექანიზმი ჯერჯერობით ბოლომდე ცნობილი არ არის. მკვლევარებმა დაადგინეს კავშირი ნიგვზის ალერგიასა და აუტოიმუნურ დაავადებას შორის, რომელიც აზიანებს კანს, მას ეწოდება პემფიგუს ვულგარისი. ზოგიერთ ადამიანში კაკლის ალერგენის ზემოქმედება კანის დაავადების მატრიგერებელია.

დასკვნის გასაკეთებლად, ჯერ კიდევ ბევრი აღმოჩენაა საჭირო იმუნურ სისტემასთან დაკავშირებით, რა ატრიგერებს  ალერგიას და აუტოიმუნურ დაავადებებს.