Schär | glutenfree Products - ექსპერტები კვებაში

ექსპერტები კვებაში

პროდუქტები

ექსპერტები კვებაში

Schär -ში ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ცდილობენ კომპლექსური კვებითი მოთხოვნები გახადონ სასიამოვნო და სასიხარულო.

კვლევისა და განვითარების ცენტრი

„პროგრესი მოდის კვლევებიდან. ჩვენი კვლევისა და განვითარების სამუშაოების გული ცემს ტრიესტის Dr. Schär R&D ცენტრში. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად იღებენ სხვადასხვა გამოწვევებს ახალი პროდუქტების შემუშავებისა და არსებულის ხარისხის გასაუმჯობესებლად. კვლევითი პროექტების, ახალი ნედლეულის შესწავლისა და ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ფორმულირებების საშუალებით, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მათ საჭიროებებთან შესაბამისი პროდუქტების შესაქმნელად.“

ვირნა ცერნე, კორპორატიული კვლევისა და განვითარების დირექტორი

ნუტრიციული სერვისი

„უგლუტენო ხშირად ასოცირდება ნნაკლებ სიამოვნებასთან და შეზღუდვასთან, ჩვენი კვების სერვისის გუნდი, თქვენთან ერთად ცდილობს ეს რწმენა შეცვალოს მთელი თქვენი უგლუტენო ცხოვრების განმავლობაში. ჭამა სიამოვნებად დარჩება და არც სახალისო ექსპერიმენტები მოგაკლდებათ, რაც თქვენს რაციონს მეტად მრავალფეროვანს და ბალანსირებულს გახდის. ჩვენ მსოფლიო მასშტაბით გვაქვს კავშირი კვების სპეციალისტებთან, პაციენტთა ორგანიზაციებთან და ასოციაციებით, რაც საშუალებას გვაძლევს გავუძღვეთ ჩვენს პაციენტებს ახალი ცხოვრების წესისკენ. ჩვენს, თქვენს ბევრ კითხვას მარტივად და სწრაფად ვცემთ პასუხს. დაგარწმუნებთ, რომ უგლუტენო ცხოვრება უფრო ადვილია, ვიდრე თქვენ გგონიათ და უგლუტენო გემო განსხვავებულია, თუმცა გემრიელია.”

ჟაკლინ პანტე, კორპორატიული კვების სამსახურის დირექტორი

ხარისხის გარანტია

„ჩვენი, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანაა დავაკვირდეთ ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება ჩვენი პროდუქციის განსაზღვრული ხარისხის შექმნასა და შენარჩუნებას, განვითარებასა და შემოწმებას. ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოება აბსოლუტური პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი გლობალური გუნდი, 50-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს ერთგულებით, ენთუზიაზმითა და ვნებით, რათა უზრუნველყოს, რომ ჩვენი ყველა საწარმოო ადგილის ხარისხი და უსაფრთხოება აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს, ნედლეულიდან მზა შეფუთულ პროდუქტამდე. ჩვენი ამბიციაა შევქმნათ ინოვაციური, გემრიელი და უსაფრთხო პროდუქტები. ჩვენ მოტივირებული ვართ გამოვიყენოთ მორგებული გადაწყვეტილებები სპეციალური კვების საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. ჩვენ გვამოძრავებს მუდმივი განვითარების ხალისი, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებისადმი გატაცება და საკვების სიყვარული“.

გიუნტერ ავგუსტინი, კორპორატიული ხარისხის უზრუნველყოფის დირექტორი.