რა არის გლუტენი
პროდუქტები
So what is gluten? | Schär (schaer.com)
გლუტენს იმაზე მეტ ადგილას შეხვდებით, ვიდრე გგონიათ…
… მაგალითად, სუში. მიუხედავად იმისა, რომ ბრინჯი, თევზი და ზღვის მცენარეები არაპრობლემურია, ზოგიერთი რესტორანი არომატისთვის იყენებს მარცვლეულზე დაფუძნებულ ალაოს ან ლუდის ძმარს ნაცვლად სუშისთვის კლასიკურად გამოყენებად ბრინჯის ძმრისა, რომელიც უგლუტენოა. ამ ტიპის ძმარი და სოიოს სოუსები შეიცავს გლუტენს.

თუ გსურთ იცხოვროთ გლუტენის გარეშე, გჭირდებათ სწორი საკვები. გლუტენს ბუნებრივად შეიცავს მარცვლეული, როგორიცაა ხორბალი, ჭვავი და ქერი. ასე რომ, ფქვილისთვის, ცომეულისა და მაკარონისთვის საჭიროა ამ პროდუქტების ალტერნატივა. მაგრამ ასევე ფრთხილად უნდა იყოთ მზა კერძების, სანელებლების მიქსების, სოუსების, სოსისებისა და მზა ხორცპროდუქტების, ასევე სასმელების არჩევისას.
გლუტენი არის ცილა, რომელიც გვხვდება ბევრ პოპულარულ მარცვლეულში, როგორიცაა ხორბალი, ჭვავი და ქერი. გლუტენი ეხმარება ცომეულში შემავალ ინგრედიენტებს ერთმანეთთან დაკავშირებაში. გლუტენი არ არის შეუცვლელი ჩვენი ორგანიზმისთვის, რაც შესაძლებელს ხდის ადამიანმა უგლუტენო დიეტა მთელი ცხოვრების განმავლობაში უპრობლემოდ დაიცვას. ზოგიერთ ადამიანს, მათ ვისაც ცელიაკია აქვს სხვა არჩევანი არ აქვს. ცელიაკია აუტოიმუნური მდგომარეობაა რა დროსაც გლუტენის მოხმარება იწვევს წვრილი ნაწლავის ანთებას.
მნიშვნელოვანია: რომ არ შეიტანოთ ცვლილებები თქვენს დიეტაში, სანამ არ მიმართავთ ჯანდაცვის პროფესიონალს. თუ ფიქრობთ, რომ გლუტენი შეიძლება იყოს თქვენი სიმპტომების მიზეზი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს შესაბამისი ტესტირების დაგეგმვის შესახებ. თქვენ უნდა გააგრძელოთ გლუტენის რეგულარულად მოხმარება ტესტირების პროცედურის განმავლობაში.
ბუნებრივად უგლუტენო

ეს საკვები პროდუქტები ბუნებრივად გლუტენის გარეშეა:
- ხილი და ბოსტნეული
- რძე და რძის პროდუქტები
- კვერცხი, თევზი და ხორცი
- ცხიმი, კარაქი და ზეთი
- სუფთა მწვანილი
- სანელებლები, როგორიცაა მარილი და პილპილი.
- უგლუტენო მარცვლეულის ალტერნატივებია ფეტვი, ბრინჯი, სიმინდი, წიწიბურა, კარტოფილი და შვრიაც კი, იმ პირობით, რომ უგლუტენოა, ანუ წარმოების პროცესში დაცულია ყველა წესი ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფქვილის, მაკარონის, პურის, კრეკერის, ორცხობილას, ნამცხვრის და სხვა ცომეულისთვის საჭიროა ხორბლის, სპელტის, ჭვავის და ქერისგან დამზადებული ჩვეულებრივი პროდუქტების უგლუტენო ალტერნატივები.
აღმოაჩინე დაფარული გლუტენი

გლუტენს ასევე შეიძლება შეიცავდეს ბევრი სხვა საკვები, იქაც კი, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელით. გლუტენი ხშირად იმალება შემდეგ საკვებში:
- მზა საკვები
- სანელებლების ნარევები
- სოუსები
- ძეხვეული და მზა ხორცპროდუქტები
- სასმელი.
ამ მიზეზით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველთვის ყურადღებით შეამოწმოთ ინგრედიენტების სია და ეჭვის შემთხვევაში არ შეიძინოთ საეჭვო პროდუქტი.
უგლუტენო პროდუქტები ეტიკეტირებულია

საკვები განისაზღვრება როგორც უგლუტენო, თუ შეიცავს 20 მგ-ზე ნაკლებ გლუტენს კგ-ზე (= 20 წილი მილიონზე). ეს ნიშნავს, რომ როცა საყიდლებზე მიდიხართ, ყოველთვის უნდა შეამოწმოთ შეფუთვაზე არსებული ინგრედიენტების სია ფარული გლუტენის გამოსავლენად. უგლუტენო პროდუქტებს აწერიათ „უგლუტენო“ ან შეფუთვაზე გამოსახულია გადახაზული თავთავის ნიშანი.