ღვინო უგლუტენოა?
პროდუქტები
Is Wine Gluten Free? Check out what you can drink (schaer.com)
ღვინო ყოველთვის იყო ალკოჰოლური სასმელი მათთვის, ვინც უგლუტენო დიეტაზე იყო.
და ეს იმიტომ, რომ ლუდისა და მრავალი ალკოჰოლური სასმელისგან განსხვავებით, ღვინო ბუნებრივად უგლუტენოა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში ცელიაკიის მქონე პირებს და გლუტენის არაცელიაკიური მგრძნობელობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ შფოთვის გარეშე მიიღონ. წაიკითხეთ მეტის გასარკვევად.
ღვინო უგლუტენოა?

წითელი ღვინო მზადდება ყურძნის წვენისგან, რომელიც ფერმენტირებული და დაძველებულია და შედეგად ბუნებრივად მასში არ არის გლუტენი, იქნება ეს საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ჩილედან თუ ავსტრალიიდან. ასევე არ აქვს მნიშნელობა დამზადებულია პინო ნუარის, ტემპრანილოს თუ კაბერნე სოვინიონის ყურძნისგან, წითელი ღვინო უსაფრთხოა ცელიაკიის მქონე პირებისთვის და მათთვის, ვისაც გლუტენის მიმართ მგრძნობელობა აქვს – რაც ნიშნავს, რომ მისი გლუტენის შემცველობა 20 წილი მილიონზე (ppm) ნაკლებია.
შამპანიური გლუტენის გარეშეა?

ის რაც ეხება წითელ ღვინოს, ეხება ყველა სხვა სახის ღვინოს. შამპანური და სხვა გაზიანი, მათ შორის Prosecco და Cava, თეთრი ღვინო, ვარდისფერი ღვინო და გაჯერებული ღვინოები, როგორიცაა Port და Sherry, ყველა უბრალოდ ფერმენტირებული ყურძნის წვენია და, შესაბამისად, ბუნებრივად არ შეიცავს გლუტენს. თუმცა, არსებობს ერთი ტიპის ღვინო, რომელსაც ყოველთვის უნდა უფრთხილდეთ – ღვინის გამაგრილებელი სასმელები და ხილის არომატული ღვინოები. აქ გამოიყენება ღვინო, როგორც ბაზა, მაგრამ ამატებენ არომატიზატორებს და საღებავებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დანამატები აუცილებელი არაა შეიცავდეს გლუტენს, ვერ გექნებათ გარანტია, რომ უგლუტენოა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ წაიკითხოთ ეტიკეტი.
რომელი ბრენდის ღვინოა გლუტენის გარეშე?

ყველას, ვინც უგლუტენო დიეტაზეა, შეუძლია თითქმის ნებისმიერი ბრენდის ღვინო მიირთვას უშფოთველად. იქნება ეს ქართული, თუ უცხოური ღვინო, ყველა ბუნებრივად გლუტენის გარეშეა. თუ დარწმუნება გსურთ, გაითვალისწინეთ ზემოხსენებული ჯვარედინი დაბინძურების საკითხები და შეამოწმეთ უგლუტენო სერტიფიკატი ან მეღვინესთან დაადასტურეთ. თუ უარყოფითი რეაქცია გქონდათ გარკვეული ბრენდის ღვინოზე, უბრალოდ გადადით სხვა ბრენდზე.