Schär | glutenfree Products - როგორ წაიკითხოთ უგლუტენო საკვების ეტიკეტი

როგორ წაიკითხოთ უგლუტენო საკვების ეტიკეტი

პროდუქტები

https://www.schaer.com/en-int/a/certified-gluten-free-label

გლუტენის შემცველი საკვები უნდა იყოს მკაფიოდ ეტიკეტირებული.თუმცა, მაინც ერთი შეხედვით შეიძლება ძალიან რთული იყოს გლუტენის შემცველი პროდუქტების იდენტიფიცირება.არის თუ არა  ნამდვილად სანდო სერტიფიცირებული უგლუტენო საკვები?

ცელიაკიის და გლუტენის აუტანლობის დიაგნოზის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან მკაცრი დიეტა გლუტენის გარეშე. აქ შემოგთავაზებთ ინფორმაციას უგლუტენო წესებისა და პროდუქტების სერტიფიცირების შესახებ და რჩევებს, თუ როგორ უნდა წაიკითხოთ საკვების ეტიკეტი გლუტენის შესამოწმებლად.

აშშ და ევროკავშირის სურსათის ეტიკეტირების რეგულაციები

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) თანახმად, საკვები, რომელსაც აქვს ეტიკეტი „გლუტენის გარეშე“, ან მისი ვარიანტები, როგორიცაა „გლუტენის გარეშე“, „უგლუტენო“ ან „გლუტენიგან თავისუფალი“, უნდა შეიცავდეს 20 წილ მილიონზე (ppm) ნაკლებ გლუტენს. რატომ არ ppm ნული?  FDA ამბობს, რომ 20 ppm არის დონე, რომელზეც ცელიაკიის მქონე ადამიანებს არ განუვითარდებატ ჯანმრთელობის დარღვევევები. ამას იზიარებს ევროკავშრიც.

ისევე როგორც 20 ppm ლიმიტი, FDA-ს წესები საშუალებას აძლევს საკვების მწარმოებელს დააწეროს საკვებს უგლუტენო თუ:

  • მასში არაა ხორბალი, ჭვავი და ქერი ან მათი ნაჯვარი
  • არ შეიცავს ამ მარცვლებისგან მიღებულ ინგრედიენტს, რომელიც არ არის დამუშავებული გლუტენის მოსაშორებლად, ან
  • არ არის მასში ამ მარცვლებისგან მიღებული ინგრედიენტი, რომელიც დამუშავებულია გლუტენის მოსაშორებლად, მაგრამ შედეგად საკვები შეიცავს 20 ppm-ზე მეტ გლუტენს.

ევროკავშირი (EU) ასევე იყენებს გლუტენის 20 ppm დონეს, როგორც ლეგალურ ლიმიტს და განმსაზღვრელს თუ რომელი საკვები შეიძლება იყოს ეტიკეტირებული, როგორც გლუტენის გარეშე. გლუტენის გარეშე ეტიკეტი გამოიყენება სპეციალიზებული პროდუქტებისთვის მათ შორის რომელიც შეიცავს უგლუტენო ხორბლის სახამებელს და ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას შვრიის პროდუქტებზე, რომელიც არაა დაბინძურებული გლუტენით.

ევროპის ქვეყნებში ასევე შესაძლებელია ისეთი პროდუქტების პოვნა, როგორიცაა პურის და ფქვილის ნარევები, რომლებსაც აქვს ეტიკეტი  „ძალიან ცოტა გლუტენი“. ეს პროდუქტები, როგორც წესი, შეიცავს უგლუტენო ხორბლის სახამებელს გლუტენის შემცველობით 21-დან 100 ppm-მდე.

უგლუტენო სერტიფიცირების პროგრამა

როგორ ხდება პროდუქტი სერტიფიცირება? გლუტენის გარეშე სერტიფიცირება არის პროცესი, რომელიც შექმნილია ცელიაკიის და სხვა ასოცირებული დარღვევების მქონე მომხმარებლების დასაცავად, როგორიცაა გლუტენის აუტანლობა ან გლუტენის არაცელიაკიური მგრძნობელობა. სერტიფიცირება ადასტურებს რომ პროდუქტი აკმაყოფილებს მკაცრ უგლუტენო სტანდარტებს და უსაფრთხოა მოხმარებისთვის.

რამდენიმე ორგანო ახორციელებს გლუტენის გარეშე სერტიფიცირების პროგრამებს, თითოეულს აქვს საკუთარი კრიტერიუმები და საქმიანობის სფეროები, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას:

  • გლუტენის გარეშე სერტიფიცირების ორგანიზაცია (GFCO) ანიჭებს სერტიფიკატს ათასობით პროდუქტს. GFCO ამოწმებს საცალო მოვაჭრეებს, მწარმოებლებსა და ფერმერებს რისკის შეფასების, მცენარეთა აუდიტის, აღჭურვილობისა და პროდუქტის ტესტირების გამოყენებით ქარხანაში და ასევე შეძენის ადგილზე. GFCO ლოგოს მზა პროდუქტები უნდა შეიცავდეს 10 ppm ან ნაკლებ გლუტენს.
  • გლუტენის გარეშე სერტიფიცირების პროგრამა (GFCP) უზრუნველყოფს, რომ პროდუქტები აკმაყოფილებს იმ ქვეყნის მარეგულირებელ მოთხოვნებს, სადაც პროდუქტი იყიდება. 1996 წლიდან GFCP-ის ტექნიკურმა ექსპერტებმა მოახდინეს 30,000 საიტის სერტიფიცირება მიწოდების ჯაჭვის მასშტაბით.
  • NSF International 1944 წლიდან მუშაობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტანდარტების ხელშეწყობაზე და მოიცავს გლუტენის გარეშე სერტიფიცირების პროგრამას, რომელიც შეესაბამება FDA-ს გლუტენის გარეშე მარკირების საბოლოო წესს.

მოძებნეთ “გლუტენის გარეშე” ლოგო

უგლუტენო პროდუქტებზე შეოიძლება დატანილი იყოს სხვადასხვა ლოგოები სერტიფიცირების პროგრამის მიხედვით, რომელიც გარანტირებულ პასუხს გაძევთ გლუტენის უსაფრთხო შემცველობასთან დაკავშირებით. GFCO-ს სერთიფიცირებული გლუტენის გარეშე პროდუქტები ტრადიციულად იყო გამოსახული დიდი “GF” ასოებით წრეში, თუმცა სიმბოლო ახლახან განახლდა ხვეული ქვედა რეგისტრით “g”.

დიდ ბრიტანეთში, ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, შეგიძლიათ ნახოთ გადახაზული თავთავის ნიშანი როგორც  გლუტენის გარეშე სიმბოლო. ის მოდის  გაერთიანებული სამეფოს ცელიაკიის საზოგადოებისგან (Coeliac UK). ეს სიმბოლო ნიშნავს, რომ პროდუქტმა გაიარა ტესტირების პროცესი და სერტიფიცირებულია, როგორც უსაფრთხო ყველასთვის, ვინც უგლუტენო დიეტაზე იმყოფება.

რას უნდა შეიცავდეს საკვები, რომელსაც  აქვს ეტიკეტი გლუტენის გარეშე?

როგორც ზემოთ ვნახეთ, სერტიფიცირებული  ეტიკეტი გარანტიას იძლევა, რომ საკვები შეიცავს არაუმეტეს 20 ppm გლუტენს და ზოგჯერ უფრო ნაკლებს, როგორც GFCO-ს სერტიფიცირებული გლუტენის გარეშე პროდუქტების შემთხვევაში.

გაერთიანებული სამეფოს სურსათისა და სასმელის ფედერაციის სააგენტომ ცოტა ხნის წინ განაახლა თავისი მითითებები გლუტენის გარეშე ეტიკეტირების შესახებ, რათა უზრუნველყოს, რომ შვრია კვლავ იყოს ალერგენის სიაში, მაშინაც კი, როდესაც შვრია დადასტურებულია, რომ არ არის დაბინძურებული გლუტენით 20 ppm ლიმიტის მიღმა. ცელიაკიის მქონე პაციენტთა მცირე ნაწილი მგრძნობიარეა შვრიის მიმართ, რომელიც შეიძლება დაბინძურდეს, თუ მზადდება იმავე დაწესებულებებში, სადაც ხორბლის, ქერის და ჭვავის შემცველი პროდუქტები.

რჩევები გლუტენის გარეშე საკვების შესაძენად

როგორ წავიკითხოთ  ეტიკეტები? ეს არის საკვანძო საკითხი ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის და გლუტენის აუტანლობის მქონე ადამიანებისთვის, ან რომლებიც იცავენ უგლუტენო დიეტას სხვა მიზეზების გამო.

გლუტენის გარეშე სიმბოლოებისა და სერთიფიკატის მოძებნის გარდა, ყოველთვის უნდა შეამოწმოთ ინგრედიენტების სია. ხორბალი, ქერი, ჭვავი და შვრია არის ძირითადი ინგრედიენტები, რომლებიც შესამოწმებელია.

არ დაგავიწყდეთ, რომ ხორბლის გარეშე სულაც არ ნიშნავს გლუტენის გარეშე.

შეამოწმეთ ნებისმიერი გაფრთხილება ალერგენის შესახებ თუ ჩამოთვლილია გლუტენის შემცველი მარცვლეული (გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, ალერგენის გაფრთხილების განცხადებები ნებაყოფლობითია). თუმცა, შეიძლება არსებობდეს განსხვავებები, თუ რომელი ინგრედიენტები უნდა იყოს ჩამოთვლილი, როგორც ალერგენები და რომელი არა; აშშ-ში ქერი და ჭვავი არ შედის რვა ალერგენში, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩამოთვლილი.

მიუხედავად იმისა, რომ ინგრედიენტების სია შეიძლება გასაგები იყოს, ხშირად არის ხოლმე ეტიკეტზე განცხადება “შეიძლება შეიცავდეს”  რაც კიდევ ერთი რამაა, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. „შეიძლება შეიცავდეს გლუტენის კვალს“ ან „წარმოებულია ქარხანაში, რომელიც ასევე ამუშავებს ხორბალს“ არის პროდუქტების მაგალითები, რომლებსაც უნდა მოერიდოთ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში განცხადებები „შეიძლება შეიცავდეს“ ნებაყოფლობითია.

და ბოლოს, ყურადღებით იყავით საკვებთან, რომელიც იქვე  მზადდება და წინასწარ შეფუთულია გასაყიდად, მაგალითად, ნამცხვრები საცხობებში. ასეთ დაწესებულებებში ხშირად საუკეთესო პოლპრაქტიკაა  ინგრედიენტების სრული ახსნა-განმარტების მოთხოვნა ან კითხვები შესაძლო დაბინძურების შესახებ.