უგლუტენო კენკრის ნამცხვარი
პროდუქტები ტკბილეული ორცხობილა დესერტები
მიმოხილვა
Gluten Free Cake with Berries (schaer.com)
იზეიმეთ განსაკუთრებული შემთხვევები და ყოველდღიური მომენტები ამ მსუბუქი და ჰაეროვანი უგლუტენო ტორტის რეცეპტით
განსაკუთრებული შემთხვევა იმსახურებს განსაკუთრებულ ტორტს. ეს მსუბუქი, ფუმფულა, რბილი ღრუბლისებრი ნამცხვარი კენკრით ქმნის ზაფხულის განწყობას და ნებისმიერ წვეულებასა თუ ღონისძიებას განსაკუთრებულად აქცევს.
ინგრედიენტები
|
ბისკვიტისთვის: |
|
200 გ |
დარბილებული კარაქი |
250 გ |
შაქარი |
400 გ |
კვერცხი |
12 გ |
ვანილის შაქარი |
280 გ |
რძე |
420 გ |
|
18 გ |
საცხობი ფხვნილი |
|
კრემისთვის: |
|
250 გ |
მასკარპონე |
250 გ |
იოგურტი |
60 გ |
შაქრის პუდრა |
10 გ |
ვანილის შაქარი |
400 გ |
არაჟანი |
მცირე რაოდენობით |
გახეხილი ლიმონის კანი |
1 მწივი |
მარილი |
20 გ |
ამოსაყვანი ნაღების სტაბილიზატორი |
|
დეკორაციისთვის: |
|
400 გ |
მარწყვი |
400 გ |
მოცვი |
400 გ |
ჟოლო |
გემოვნებით |
პიტნა |
მომზადება
გამოიყენეთ 26 სმ დიამეტრის თუნუქის ფორმა
ბისკვიტის მომზადება
- Ნაბიჯი 1:
კარაქი შაქართან და ვანილის შაქართან ერთად ათქვიფეთ კრემის მიღებამდე. ფრთხილად იყავით: თუ კარაქ დიდხანს ათქვეფთ, ნამცხვარი მშრალი გახდება. 
- ნაბიჯი 2:
ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ და გაცერით. აურიეთ კარაქის ნარევში მონაცვლეობით, კვერცხებთან და რძესთან ერთად სამ ეტაპად. 
- ნაბიჯი 3:
ზამბარის ფორმას წაუსვით ცხიმი და ფქვილი. გირჩევთ არ გამოიყენოთ პურის ნამცეცები, რადგან ისინი ტორტის ზედაპირს ძალიან აშრობენ. - ნაბიჯი 4:
მიღებული მასა ჩაასხით ფორმაში და გაუსწორეთ ზედაპირი. 
- ნაბიჯი 5:
გააცხელეთ ღუმელი ზემოდან 190°C-ზე.ნაბიჯი 6:
ნამცხვარი შედგით ცხელ ღუმელში და გამოაცხვეთ დაახლოებით 55-60 წუთის განმავლობაში. ჩაარჭეთ სატესტო ჯოხი ნამცხვარში, როცა არარ ამოყვება მასა, მზადაა. 
- ნაბიჯი 7:
გამოცხობის შემდეგ თუნუქის ძირი თავდაყირა მოათავსეთ გამაგრილებელ თაროზე და დააფარეთ სამზარეულოს პირსახოცით. დატოვეთ სანამ გაგრილდება. 
კრემის მომზადება
- Ნაბიჯი 1:
ათქვიფეთ ნაღები სტაბილიზატორთან ერთად 
- ნაბიჯი 2:
დიდ თასში აურიეთ მასკარპონე, იოგურტი, შაქრის ფხვნილი, ვანილის შაქარი, ლიმონის ცედრა და მარილი. 
- ნაბიჯი 3:
ფრთხილად შეურიეთ კრემის ნარევი მასკარპონესა და იოგურტის ნარევში. 
ტორტის მომზადება
- Ნაბიჯი 1:
ამოიღეთ ძირი ფორმიდან და გაჭერით 2-ჯერ, რომ სულ 3 ნამცხვრის ძირი მიიღოთ. 
- ნაბიჯი 2:
ზედა ძირი გაასწორეთ თუ ის არათანაბარია.ნაბიჯი 3:
ქვედა ნამცხვრის ბაზას წაუსვით შიგთავსის დაახლოებით მესამედით. დატოვე კიდეზე დაახლოებით 0,5 სმ თავისუფალი. 
- ნაბიჯი 4:
ზემოდან მოაყარეთ მოცვი. ზედაპირი უნდა დარჩეს სწორი და დაახლ. დაიტოვეთ 50 გრ მოცვი. 
- ნაბიჯი 5:
ზემოდან მოათავსეთ მეორე (შუა) ძირი და ნაზად დაპრესეთ, სანამ შიგთავსი თითქმის კიდემდე არ მიაღწევს.
გაიმეორეთ პროცედურა: წაუსვით შიგთავსის მეორე მესამედი ძირზე და კვლავ დატოვეთ დაახლ. კიდეზე 0,5 სმ თავისუფალი.ნაბიჯი 6:
ზემოდან მოაყარეთ ჟოლო. 50გრ ჟოლო დაიტოვეთ. 
-
ნაბიჯი 7:
-
ზემოდან მოათავსეთ ბოლო ძირი და გაანაწილეთ დარჩენილი შიგთავსი პატარა კიდეზე. ზემოდან დაალაგეთ განახევრებული მარწყვი და გააფორმეთ მორჩენილი ჟოლო, მოცვი და პიტნის ფოთლებით.

-
ნაბიჯი 8
- გააცივეთ ტორტი 2 საათის განმავლობაში
რჩევა:
სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრა.