უგლუტენო ბეიგელები

უგლუტენო ბეიგელები

პროდუქტები სახლში მომზადებული პური და ცომი

მიმოხილვა

Gluten Free Bagels | Homemade Recipe | Schär (schaer.com)

 

შქმენით მკვრივი და ღეჭვადი ბეიგელები ერთ საათში!

Schär-ის ამ მარტივი უგლუტენო ბეიგელის რეცეპტის წყალობით, სამზარეულოს დატოვების გარეშე აღმოჩნდებით ნიუ0იორკში! რა ჯობს ახალ, პირდაპირ ღუმელიდან გამოღებულ  ბეიგელს საუზმეზე, ლანჩზე ან სადილზე. რა თქმა უნდა, ცივიც უგემრიელესია. გაჭერით შუაზე და წაუსვით თქვენი საყვარელი შიგთავსი: შებოლილი ორაგული და ნაღების ყველი? კვერცხი და მაიონეზი? ავოკადოს და ნივრის პასტა? ან უბრალო კარაქი?

ინგრედიენტები

500 გ

Mix B!

1 ჩ.კ.

ფსილიუმ ჰასკი

1½ ჩ.კ. 

მარილი

1 პაკეტი

მშრალი საფუარი

ან

21 გ 

სველი საფუარი

1 ჩ.კ.

შაქარი

1

კვერცხი

50 გ

კარაქი ოთახის ტემპერატურაზე

380 მლ 

ნელთბილი რძე

2 ს.კ. 

შაქარი(წყლისთვის)

წასასმელად

1

ცილა

მოსაყრელად

ცოტა

სეზამის მარცვლები

მომზადება

  • შეურიეთ ფქვილი, ფსილიუმ ჰასკი და მარილი თასში.
  • ცენტრში შექმენით ღრუ და ჩაასხით საფუარი შაქართან ერთად.
  • შეურიეთ ცოტა ფქვილს. დაუმატეთ თბილი რძის 1/3 და დაელოდეთ სანამ საფუარი ბუშტუკებს არ წარმოქმნის.
  • დაუმატეთ კვერცხი და კარაქი და შეურიეთ დარჩენილ რძეს 5 წუთის განმავლობაში (საკვების პროცესორით), სანამ რბილ ცომს არ მიიღებთ.
  • ფქვილმოყრილ ზედაპირზე ცომისგან გააკეთეთ რულეტი და გაჭერით 12 თანაბარ ნაწილად.
  • ცომის თითოეული ნაწილით შექმენით დისკი, დაახლოებით 2 სმ სისქის.
  • ხის კოვზის სახელურით ცენტრში გააკეთეთ დაახლოებით 3 სმ დიამეტრის ხვრელი.
  • ადუღეთ 4 ლიტრი წყალი 2 სუფრის კოვზ შაქართან ერთად.
  • მოხარშეთ ბაგელი ერთმანეთის მიყოლებით ზუსტად 1 და ½ წუთის განმავლობაში თითო მხარეს.
  • ბაგელი დაალაგეთ ღუმელის პერგამენტით დაფარულ საცხობ ფირფიტაზე, მოაყარეთ ფქვილი.
  • ზედაპირს წაუსვით კვერცხის ცილა და მოაყარეთ სეზამი.
  • გამოაცხვეთ ბაგელი 250°C-ზე (წინასწარ გახურებულ ღუმელში) 15-18 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება.