მარმარილოს ტორტი გლუტენის გარეშე
პროდუქტები ტკბილეული ორცხობილა დესერტები
მიმოხილვა
The Best Gluten Free Marble Cake Recipe (schaer.com)
ეს კლასიკური რეცეპტი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ! გააოცეთ მეგობრები და ოჯახი უგემრიელესი მარმარილოს ნამცხვრის რეცეპტით.
ეს უგლუტენო მარმარილოს ნამცხვრის რეცეპტი სიმარტივით გაგაოცებთ! ის ასევე ესთეტიური და სასიამოვნოა, შესაბამისად, შესანიშნავი დესერტია მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ყავის ან ჩაის დროს მისართმევად! თუ გსურთ სცადოთ რაიმე ექსპერიმენტული, შეურიეთ სხვადასხვა ფერები თქვენს ნამცხვრის ცომს!
ინგრედიენტები
250 გ |
|
250 გ |
შაქარი |
6 გ |
გამაფხვიერებელი |
150 გ |
ოთახის ტემპერატურის კარაქი |
6 |
კვერცხი |
60 მლ |
რძე |
მწიკვი |
მარილი |
1 ჩ.კ. |
კაკაოს ფხვნილი |
1 ჩ.კ. |
თბილი რძე |
მომზადება
- გააცხელეთ ღუმელი 180°C-ზე. წაუსვით ნამცხვრის ფორმას ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი.
- ჯამში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი, კარაქი, კვერცხი და 60 მლ რძე. სათქვეფით აურიეთ 10 წუთი, სანამ ყველაფერი ერთგვაროვანი არ გახდება.
- მიღებული მასა გაყავით ორად და ერთი ნახევარი გადადგით.
- ნარევის მეორე ნახევარს დაუმატეთ გაცრილი კაკაოს ფხვნილი, 1 ს/კ ნელთბილი რძე და კარგად აურიეთ.
- ღია და მუქი ნამცხვრის ნარევებს უნდა ჰქონდეს მსგავსი კონსისტენცია
- შემდეგ თანდათან, ღიას და მუქის მონაცვლეობით ჩაასხით ნამცხვრის ფორმაში.
- დაბოლოს, ჩანგლით დახაზეთ სპირალები მარმარილოს ეფექტის შესაქმნელად.
- აცხვეთ ნამცხვარი დაახლ. 45 წუთი.
- გამოიღეთ ღუმელიდან, დააფარეთ ნაჭერი და გააცივეთ.