უგლუტენო პური თხის რძით

უგლუტენო პური თხის რძით

პროდუქტები სახლში მომზადებული პური და ცომი

მიმოხილვა

The Best Gluten Free Goat’s Milk Bread Recipe (schaer.com)

 

შესაძლოა ეს პური გახდეს თქვენი საუკეთესო არჩევანი!

ეს პური კარგია მაშინ, როცა გსურთ განსაკუთრებული შესძინოთ თქვენს სენდვიჩებს. ახალი თხის რძე ანიჭებს მშვენიერ, ოდნავ ცხარე გემოს და აძლევს პურს კრემისებურ კონსისტენციას.

ინგრედიენტები

500 გ

Farina

10 გ

მშრალი საფუარი

50 გ

შაქარი

½ ჩ.კ.

მარილი

250 მლ

თხის რძე

250 მლ

ნელთბილი წყალი

მომზადება

  • აურიეთ ყველა ინგრედიენტი თასში და კარგად მოზილეთ – მოსაზელი მანქანის გამოყენებით გაგიადვილდებათ.
  • როგორც კი ცომი გლუვი და აბრეშუმისებრი გახდება, გადაიტანეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ პურის ფორმაში.
  • დააფარეთ ნესტიანი ქსოვილი და მოათავსეთ თბილ ადგილას 20-25 წუთის განმავლობაში.
  • გააცხელეთ ღუმელი 220 oC-ზე და გამოაცხვეთ ცომი დაახლ. 30 წუთი.
  • შემდეგ გამორთეთ ღუმელი და დატოვეთ პური დახურულ ღუმელში დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში.
  • გამოიღეთ პური ღუმელიდან, ამოიღეთ ფორმიდან და შემდეგ, სანამ დაჭრით, გააჩერეთ მინიმუმ ექვსი საათის განმავლობაში.