ბრეცელი
პროდუქტები აპეტაიზერები
მიმოხილვა
ამ დეტალური რეცეპტით შეაბიჯეთ სახლში მომზადებული ბრეცელების უგემრიელეს სამყაროში. იდეალურია მყუდრო დღის მეორე ნახევარში ცხობისთვის . ეს ბრეცელები შიგნიდან ნაზია, გარედან კი ოქროსფერი და ოდნავ ხრაშუნა. თბილი, კარაქიანი ცომისა და მსხვილი მარილის შერწყმა ამ ბრეცელებს ნებისმიერი შემთხვევისთვის დაუვიწყარ წასახემსებლად აქცევს.
ინგრედიენტები
|
ბრეცელებისთვის: |
|
250 გ |
|
50 გ |
დარბილებული კარაქი |
170 გ |
თბილი რძე |
6 გ |
მშრალი საფუარი |
3 გ |
მარილი |
½ სუფრის კოვზი |
ყავისფერი შაქარი |
1 |
ათქვეფილი კვერცხი ბრეცელებზე წასასმელად სიპრიალისთვის (სურვილისამებრ) |
|
ცომის ბლანშირებისთვის (ცომის ზედაპირის წინასწარი დამუშავება გამოსაცხობად): |
|
3 ლიტრი |
წყალი |
1 სუფრის |
კოვზი სოდა |
მომზადება
- დიდ თასში ჩაყარეთ ფქვილი და აურიეთ მშრალ ინგრედიენტებთან ერთად. შემდეგ დაამატეთ რძე და მოზილეთ ცომი, სანამ აღარ მიეკრობა ხელებს. დაამატეთ დარბილებული კარაქი და კარგად მოზილეთ, სანამ მთლიანად არ შეერევა ცომს და არ მიიღებთ ელასტიკურ მასას. დატოვეთ თბილ და ქარისგან დაცულ ადგილას 1 საათით დუღილის-ფერმენტაციისთვის.
- ერთი საათის შემდეგ კვლავ მოზილეთ ცომი, რომ გამოთავისუფლდეს ჰაერი, და გაჭერით ოთხ ნაწილად. თითოეული ნაწილიდან გააკეთეთ დაახლოებით ორმოც სანტიმეტრიანი გრძელი ჯოხის ფორმის ცომი, რომლის შუა ნაწილი ოდნავ სქელი იქნება, ვიდრე ბოლოები. როცა ყველა ნაწილი ფორმამიცემული იქნება, მათი ბოლოები რამდენჯერმე გადააჯვარედინეთ და დააკეცეთ ისე, რომ ბოლოთი შეეხოს შუა სქელ ნაწილს. დაასველეთ ბოლოები, რომ უკეთ მიეკრას. გადადეთ საცხობ ტაფაზე და გააჩერეთ 30–40 წუთით ამოსასვლელად. თუ გსურთ დარწმუნდეთ, რომ სწორად ამოვიდა, დააკვირდით – მოცულობა თითქმის გაორმაგებული უნდა იყოს.
- როცა ცომი მიაღწევს ოპტიმალურ ზომას, დადგით წყალი ასადუღებლად. როცა ადუღდება, დაუმატეთ საკვები სოდა და შემდეგ ჩაყარეთ პრეცელები თითო-თითოდ. თითოეულ მხარეს გააჩერეთ დაახლოებით 15 წამით. პარალელურად ჩართეთ ღუმელი 200 °C ტემპერატურაზე.
- როცა პრეცელები უკვე გაბლანშირებული და საცხობ ქაღალდზე დალაგებული იქნება, მოაყარეთ ზედაპირზე მსხვილი მარილი. შემდეგ შეამცირეთ ღუმელის ტემპერატურა 170 °C-მდე და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში ან სანამ ოქროსფერი არ გახდება. სურვილისამებრ, შეგიძლიათ პრეცელის ზედაპირზე გადაუსვათ ათქვეფილი კვერცხი რომ ოქროსფერი მიიღოს — ეს უნდა გააკეთოთ ბლანშირების შემდეგ და მარილის მოყრას წინ.