როკფორდის და ხახვის კიში

როკფორდის და ხახვის კიში

პროდუქტები სახლში მომზადებული პური და ცომი

მიმოხილვა

ისიამოვნეთ ჩვენი სახლური კიშის გამორჩეული არომატით. იდეალურია ნებისმიერი შემთხვევისთვის. მზადდება კარაქიანი ხრაშუნა ცომით, ივსება ტკბილი ხახვით, როკფორის ყველით და ნოყიერი, კრემისებრი შიგთავსით. ეს რეცეპტი მოერგება ნებისმიერ შემთხვევას, იქნება ეს დღესასწაული თუ სტუმრების შეკრება. მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას და მოამზადეთ კიში, რომელიც გემრიელთან ერთად ვიზუალურადაც მიმზიდველია. სრულფასოვანი სადილისთვის კი შეგიძლიათ მიირთვათ მოთუშულ სეზონურ ბოსტნეულთან ერთად. სცადეთ ჩვენი კიშის რეცეპტი დღესვე და გაამრავლფეროვნეთ თქვენი რაციონი ახალი კულინარიული გამოცდილებით!

ინგრედიენტები

ხრაშუნა ცომისთვის:

250 გ

Mix Bread

120 გ

ცივი კარაქი

30 გ

კვერცხის გული

7 გ

მარილი

შიგთავსისთვის :

800 გ

ტკბილი ხახვი

200 გ

როკფორის ყველი

165 გ

ნაღები

4

კვერცხის გული

1 ს.კ.

წყალი

60 გ

კარაქი

საჭიროებისამებრ:

მარილი

ახალდაფქული შავი პილპილი

თიმიანი

მომზადება

  • კარაქი გაადნეთ ქვაბში და დაუმატეთ თხლად დაჭრილი ტკბილი ხახვი. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და თიამინი. მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ ხახვი კარგად არ დარბილდება.
  • ამასობაში, თასში აურიეთ Mix Bread ცივ კარაქთან და მარილთან ერთად სანამ არ მიიღებთ წვრილ ფშვნილს. დაუმატეთ კვერცხის გული და ერთი სუფრის კოვზი ცივი წყალი, შემდეგ მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. ჩამოაყალიბეთ ბურთის ფორმა, შეფუთეთ საკვები პოლიეთილენის პარკით და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით. პარალელურად გაახურეთ ღუმელი 180°C-მდე.
  • დასვენების დროის გასვლის შემდეგ გააბრტყელეთ ცომი საცხობ ქაღალდზე ან მრავალჯერად საცხობ ფირზე. როცა მისი სისქე გახდება დაახლოებით ნახევარ სანტიმეტრზე ოდნავ ნაკლები, ცომი ქაღალდთან ერთად გადაიტანეთ მოსახსნელი ძირის მქონე ფორმაში. მიამაგრეთ კედლებს და ზედმეტი ნაწილები მოაჭერით. ცომის ძირი მსუბუქად ჩაჩხვლიტეთ, ისე რომ ბოლომდე არ გაიჭრას, დაფარეთ საცხობი ქაღალდით და შეავსეთ ბრინჯით. შემდეგ, გამაგრებისთვის, მინიმუმ 30 წუთით კვლავ შედგით მაცივარში 30 წუთით.
  • გამაგრებული ცომი გამოაცხვეთ გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ, ფრთხილად მოაშორეთ ბრინჯი და ქაღალდი და შეავსეთ ტარტის ძირი კვერცხის გულების, ნაღების, ხახვის და როკფორის შერეული მასით. სურვილისამებრ შეგიძლიათ ზედაპირზე მოაფრქვიოთ დამატებითი ყველის ნაჭრები. გამოაცხვეთ კიდევ 40 წუთი ან სანამ კიდეები ოქროსფერი არ გახდება და ზედაპირი ოდნავ არ გაწითლდება.
  • მოამზადეთ და მიართვით დამოუკიდებლად ან გარნირად ორთქლზე მომზადებულ სეზონურ ბოსტნეულთან ერთად.