უგლუტენო პიცის ფუნთუშები

უგლუტენო პიცის ფუნთუშები

პროდუქტები სახლში მომზადებული პური და ცომი

მიმოხილვა

ისიამოვნეთ პიცის ყველა გემოთი რბილ, უგლუტენო ფუნთუშაში. პომიდვრის სოუსითა და მდნარი ყველით დაფარული ეს აეროგრილის ფუნთუშები მზადდება სწრაფად, მარტივად და არის უზომოდ გემრიელი.

ინგრედიენტები

170 გ

Mix It! Universal

120 გ

თბილი წყალი

4 გ

მშრალი საფუარი

2 ჩ.კ.

ზეითუნის ზეთი

2 ჩ.კ.

ვაშლის ძმარი

1/2 ჩ.კ.

მარილი

საჭიროებისამებრ

პომიდვრის სოუსი

საჭიროებისამებრ

გახეხილი ყველი

საჭიროებისამებრ

ზეთი წასასმელად

მომზადება

  • მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები ჯამში და რევის პროცესში ეტაპობრივად დაამატეთ წყალი. მოზილეთ ბრტყელი სათქვეფით, სანამ ერთგვაროვან ცომს არ მიიღებთ. ცომის მოსაჭრელი ნიჩბით ან სველი ხელებით მიეცით ცომს ბურთულის ფორმა და გადაიტანეთ ჯამში. დააფარეთ ოდნავ სველი ტილო და დადგით თბილ ადგილას დაახლოებით 45 წუთით, სანამ ცომი თვალსაჩინოდ არ გაიზარდება მოცულობაში.
  • დაყავით ცომი 4 თანაბარ ნაწილად და სველი ხელებით ფრთხილად მიეცით მრგვალი ფუნთუშების ფორმა. ოდნავ დააბრტყელეთ და დააწყვეთ აეროგრილისთვის განკუთვნილ საცხობ ქაღალდზე.
  • ფუნთუშების კიდეებს ოდნავ წაუსვით ზეთი.
  • ცენტრში მოათავსეთ ცოტაოდენი პომიდვრის სოუსი და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  • გამოაცხვეთ აეროგრილში 200°C-ზე დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში.
ცოტა ხნით გააგრილეთ და ისიამოვნეთ, სანამ ჯერ კიდევ თბილია!