უგლუტენო სეზამის ბეიგელები
პროდუქტები სახლში მომზადებული პური და ცომი
მიმოხილვა
ეს ოქროსფერი გლუტენის გარეშე ბეიგელები გარედან ხრაშუნაა, შიგნიდან რბილი და, რაც მთავარია, მათი მომზადება აეროგრილში საოცრად მარტივია. შესანიშნავია როგორც ტკბილი, ისე მარილიანი შიგთავსით.
ინგრედიენტები
250 გ |
|
35 გ |
ნატურალური იოგურტი |
25 გ |
ზეითუნის ზეთი |
5 გ |
საფუარი |
225 მლ |
თბილი წყალი |
1 |
კვერცხი |
1 ს/კ |
შაქარი |
1 ჩ/კ |
ფსილიუმის ქერქი |
1/2 ჩ/კ |
შაქარი |
3/4 ჩ/კ |
მარილი |
საჭიროებისამებრ |
წყალი |
გემოვნებით |
სეზამის მარცვლები |
მომზადება
- ჩაყარეთ ფქვილი ჯამში და შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები.
- დაამატეთ თბილი წყალი, ზეთი და იოგურტი, შემდეგ მოზილეთ ცომის მოსაზელი თავაკით, სანამ ერთგვაროვან, ელასტიურ ცომს არ მიიღებთ. დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას დაახლოებით 45 წუთით, რომ ამოვიდეს.
- პარალელურად, ქვაბით წამოადუღეთ წყალი და ჩაამატეთ ერთი სუფრის კოვზი შაქარი. ოდნავ დაუწიეთ ცეცხლს.
- დაყავით ცომი 4 თანაბარ ნაწილად და სველი ხელებით მიეცით ბურთულების ფორმა. თითოეულ ბურთულას შუაში თითით გაუკეთეთ ხვრელი და გააფართოეთ 3-4 სმ-ით, რათა გამოცხობისას ისევ არ შეიკრას.
- სათითაოდ მოათავსეთ ცომის ნაჭრები მსუბუქად მდუღარე წყალში და ორივე მხრიდან დაახლოებით 30–45 წამის განმავლობაში ხარშეთ. ამოიღეთ ქაფქირით და მცირე ხნით გააჩერეთ, რომ ზედმეტი წყალი დაიწუროს.
- წინასწარ მცირე ხნით გააცხელეთ აეროგრილი.
- პატარა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და გადაუსვით ბეიგელებს. მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
- გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ აეროგრილში 200°C-ზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება. 10 წუთის შემდეგ ბეიგელები ერთხელ გადააბრუნეთ.
- ოდნავ გააგრილეთ და მიირთვით ჯერ კიდევ თბილი!