უგლუტენო ფუნთუშა ბენიე

უგლუტენო ფუნთუშა ბენიე

პროდუქტები ტკბილეული ორცხობილა დესერტები

მიმოხილვა

ეს უგლუტენო ბენიე საოცრად ჰაეროვანი, მსუბუქი და ოქროსფერია. ბოლოს უხვად მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიიღებთ კლასიკურ, ტკბილ დესერტს.

აღმოაჩინეთ ჩვენი ყველა რეცეპტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

ინგრედიენტები

200 გ

Mix Bread

140 გ

Mix Patisserie

1/2 ჩ/კ

მარილი

200 მლ რძე

რძე

30 გ

შაქარი

4 გ

ნედლი საფუარი

1

საშუალო ზომის კვერცხი, ათქვეფილი

30 გ

კარაქი, გამდნარი

მოსაყრელად:

შაქრის პუდრა

შესაწვავად:

მზესუმზირის ზეთი

მომზადება

  • ჯამში აწონეთ და შეურიეთ ფქვილის ორივე ნარევი. ორივე ნარევის გამოყენება ცომს უფრო მსუბუქ და ფაფუკ ტექსტურას აძლევს. დაამატეთ მარილი, შაქარი, ათქვეფილი კვერცხი, გამდნარი კარაქი და მსუბუქად დაფშვნილი ნედლი საფუარი. მოზილეთ გლუვი და ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე. დააფარეთ და გააჩერეთ 1 საათით ასაფუებლად.
  • ცომის ამოფუების შემდეგ ქვაბში გააცხელეთ დიდი რაოდენობით მზესუმზირის ზეთი. ამასობაში ცომი გაყავით ორ ნაწილად და თითოეული ნაწილი დაახლოებით 2 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.
  • ცომი კვადრატებად დაჭერით და ფრთხილად მოათავსეთ ცხელ ზეთში, რომლის ტემპერატურაც 170–180°C უნდა იყოს. თუ თერმომეტრი არ გაქვთ, ზეთში ჩააგდეთ ცომის პატარა ნაჭერი. ზეთი მზად არის, როდესაც ცომი თანაბრად იწყებს შეწვას, იბერება და თანდათან ოქროსფერდება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბენიეები კარგად მომზადდეს და შიგნით უმი არ დარჩეს.
  • როდესაც ბენიეები ოქროსფერი გახდება და კარგად შეიწვება, გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცებით დაფარულ ლანგარზე, რათა ზედმეტი ზეთი შეიწოვოს.
ბოლოს უხვად მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიირთვით.