ჰოთ დოგი გლუტენის გარეშე
პროდუქტები სწრაფი და მარტივი
მიმოხილვა
ამერიკული კლასიკა-გარანტირებული სწრაფი კერძი მეგობრებისთვისა და ოჯახისთვის.
ეს ამერიკული კლასიკა უკვე ჰიტია მთელი მსოფლიოს სპორტულ სტადიონებზე, თუმცა ახლა შენც შეგიძლია მოამზადო. ჰოთდოგის ფუნთუშა რბილია და ოდნავ ელასტიური – იდეალური საფუძველი გემრიელი ფრანკფურტერის ძეხვისთვის. ჰოთდოგის სილამაზე კი იმაშია, რომ შეგიძლია თავად აირჩიო, როგორ მიირთმევ – რას დაამატებ? მაიონეზს, კეტჩუპს, მდოგვს, შემწვარ ხახვს? შესაძლებლობები უსაზღვროა, ასე რომ, გაბედე, დააგემოვნე და ისიამოვნე!
ინგრედიენტები
|
ჰოდ დოგებისთვის: |
|
300 მლ |
წყალი |
10 გ |
მშრალი საფუარი |
1 ჩ.კ. |
მარილი |
3 ს.კ. |
ზეითუნის ზეთი |
300 გ |
|
|
შიგთავსისთვის: |
|
6 |
ძეხვი |
3 ს.კ. |
მაიონეზი |
2 |
პამიდორი |
3 ს.კ. |
მდოგვი |
|
ისპანახი |
მომზადება
ჰოთდოგისთვის:
- ფქვილი ჩაყარეთ თასში.
- დაუმატეთ საფუარი და მარილი, კარგად აურიეთ.
- ჩაასხით წყალი და ზეითუნის ზეთი.
- ზილეთ ცომი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება გლუვი. შემდეგ გადადეთ და დააფარეთ სამზარეულოს პირსახოცით.
- აცადეთ, რომ ცომი ამოვიდეს და მოცულობაში გაორმაგდეს.
- გააცხელეთ ღუმელი 200°C-მდე.
- ფქვილმოყრილ ზედაპირზე ცომი გაყავით 6 თანაბარ ნაწილად და ფორმა მიეცით ჰოთდოგის ფუნთუშების მიხედვით.
- აცადეთ, რომ კიდევ 15 წუთით ამოვიდეს.
- გამოაცხვეთ ფუნთუშები დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
შიგთავსისთვის:
- დაამატეთ თქვენი საყვარელი შიგთავსი (შეთავაზებები ინგრედიენტების სიაშია მოცემული) და ისიამოვნეთ!