Schär | glutenfree Products - დამზადებულია საუკეთესოსგან — იურგენისგან

დამზადებულია საუკეთესოსგან — იურგენისგან

პროდუქტები

ჩვენი და თქვენი მცხობელი მომავალი 100 წლის განმავლობაში

„ჩემს ხელში იბადება ჩვენი გემრიელი, უგლუტენო პური, რომელიც უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებითა და დიდი სიყვარულით მზადდება. ჩემი დღე ძალიან ადრე, დილის 4 საათზე იწყება. როცა მოვდივარ, ცომს ვამოწმებ და ვრწმუნდები, რომ ის სათანადო ხარისხისაა, შემდეგ კი ახალი ცომის მომზადებას ვიწყებ და ასე ვაგრძელებ სამუშაო დღის ბოლომდე — ეს ნამდვილი ხელოვნებაა!“

პროცესი: გამოცდილება პურის ცხობაში და შერჩეული ინგრედიენტები

“ამ საქმის კარგად შესასრულებლად, დიდი ენერგია და გამძლეობაა საჭირო, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც უზომო სიყვარული და საქმისადმი ერთგულებაა. პურის წარმოებაში ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს ვინარჩუნებთ, ერთ-ერთი ოქროს წესი ჰიგიენის მაქსიმალური დაცვაა. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თითოეული სახეობის პურის რეცეპტისა და ტექნოლოგიური პროცესის ზუსტი დაცვა.

თითოეული ფუნთუშა მოწმდება, რათა გარანტირებული იყოს, რომ მომხმარებლის მაგიდამდე მხოლოდ სრულყოფილი პროდუქტი მივა!

ვინმეს რომ ეკითხა, თუ რომელია პურის ცხობის ყველაზე საინტერესო ეტაპი, უყოყმანოდ ვუპასუხებდი: ღუმელიდან პურის გამოღების მომენტი. ეს ყოველთვის სიურპრიზითაა სავსე — სწორედ მაშინ ვხვდები, რამდენად კარგად შევასრულე ჩემი საქმე ან არის თუ არა რაიმე პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება! და ეს ყოველ ჯერზე სიხარულს მანიჭებს — განა არსებობს ახლად გამომცხვარი, თბილი პურის სურნელზე უფრო მიმზიდველი რამ?

Schär-ში გატარებული 10 წლის განმავლობაში ამ ხელობის უამრავი საიდუმლო ვისწავლე. წილად მხვდა ბედნიერება, დავყრდნობოდი უგლუტენო პურის წარმოების მრავალწლიან გამოცდილებას — პროცესს, რომელიც ტრადიციული პურის ცხობაზე ბევრად უფრო კომპლექსური და რთულია.“

პურის ცხობის ხელოვნება

პურის გამოცხობა შთამაგონებელი ხელოვნებაა, რომლის ფესვებიც ტრადიციაშია, თუმცა ის მუდმივად მდიდრდება ინოვაციებით.აქ ვისწავლე ცომის ბუნებრივ საფუარზე დამზადება — დავოსტატდი ცომის აფუების ყველაზე ძველ ტექნიკაში, რაც პურს განსაკუთრებულ გემოს, კვებით ღირებულებას, ოპტიმალურ ტექსტურასა და ხანგრძლივ შენახვის ვადას სძენს. ასევე ვმუშაობთ უახლესი ინგრედიენტებით მომზადებულ ცომებთან, რომლებიც გემოსა და ხარისხის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს!ბუნება გვთავაზობს უამრავ უგლუტენო მარცვლეულს — მაგალითად, ფეტვს, წიწიბურასა და ქინოას, ასევე ისეთ თესლეულს, როგორიცაა სელის, ჩიასა და მზესუმზირის თესლი. Schär-ში მათ ვიყენებთ, ზოგჯერ კი მთლიანი მარცვლის სახითაც, რათა ჩვენი მრავალფეროვანი პურის სახეობები კიდევ უფრო გემრიელი გავხადოთ. ეს ინგრედიენტები მართლაც განსაკუთრებულია, რადგან ისინი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მაღალი ხარისხის საკვებ ნივთიერებებსა და ახალ, საინტერესო გემოვნურ ნოტებს გვთავაზობს.